onlain sesxebi - ყველა

როგორ გადადიოდა ემილ ბლონდენი ბაგირით აშშ-დან კანადაში

როგორ გადადიოდა ემილ ბლონდენი ბაგირით აშშ-დან კანადაშინიაგარას ჩანჩქერი, უფრო ზუსტად, ჩანჩქერების მთელი კომპლექსი მდინარე ნიაგარაზე, მდებარეობს აშშ-სა და კანადას შორის. ის ნიუ-იორკის შტატსა და ონტარიოს პროვინციას ყოფს ერთმანეთისგან. აქ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

1859 წელს აქ ემილ ბლონდენმა გადაწყვიტა დიდი სანახაობა გაემართა ჩამოსულებისთვის. მან გადაწყვიტა ნიაგარაზე 50 მეტრის სიმაღლისა და 390 მეტრის სიგრძის ბაგირზე გავლა. მისი სისქე სულ რაღაც 5 სანტიმეტრი იყო.

მალე ბლონდენი მიხვდა, რომ მსგავსი სანახაობა ყოველთვის დიდ შემოსავალს მოიტანდა. ის მუდმივად აწყობდა ასეთ გამოსვლებს და ყოველ ჯერზე ტრიუკს ახალ ელემენტს მატებდა. ერთხელ მეორე მხარეს საკუთარი იმპრესარიოც კი გადაიყვანა.

ზოგიერთი აზარტული მაყურებელი ფსონებსაც კი დებდა იმაზე, თუ როგორ დამთავრებოდა ტრიუკი, ტრაგედიით თუ წარმატებით.

ბლონდენს სიმაღლეზე მეტად ეშინოდა იმ შეურაცხადების, რომლებიც გამოდიოდნენ და ხელს უშლიდნენ ტრიუკის წარმატებით დასრულებას, რაღა თანხა მოეგოთ. მათ გამო გამოსვლები შეწყდა.

ამის შემდეგ ის ევროპაში დაბრუნდა და მოღვაწეობა იქ გააგრძელა.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация