onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბუტერბროდებზე

საინტერესო ფაქტები ბუტერბროდებზე
ბუტერბროდი (გერ. butter - კარაქი და brot - პური) წარმოადგენს პურის ნატეხს, ან ფუნთუშას, რომელზეც დამატებითი საკვები პროდუქტებია განთავსებული. არსებობს ბუტერბროდების უამრავი სახეობა - კლასიკური ძეხვითა და ყველით დაწყებული, მრავალფენიანი ხორცის, ბოსტნეულისა და სოუსის სორტებით დამთავრობული. ბუტერბროდს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. კანაპე, ჰამბურგერი, სენდვიჩი, ტარტალეტი - ეს მხოლოდ ბუტერბროდის ყველაზე გავრცელებული ნათესავების სიაა.

ნიკოლაი კოპერნიკს პირველ რიგში იცნობენ, როგორც დიდ ასტრონომს, მექანიკოსსა და მათემატიკოსს. თუმცა ის ბუტერბროდის გამომგონებლადაც ითვლება. ეს მოხდა 1520 წელს, პოლონურ-ტევტონური ომის დროს. მაშინ ტევტონთა ორდენი იღებდა ოლშტინის ციხესიმაგრეს, სადაც იმ დროს კოპერნიკიც იმყოფებოდა. მალე ციხესიმაგრის დამცველთა შორის უცნაური დაავადების ეპიდემიამ იჩინა თავი. კოპერნიკი, რომელიც იტალიაში ორი წელი სწავლობდა მედიცინას, დაფიქრდა ეპიდემიის მიზეზზე და გამოთქვა წინადადება: ყველაფერი ეს ხდებოდა ბინძური პურის გამო, რომელსაც ჯარისკაცები მიირთმევდნენ. ბევრი მათგანი პურს ძირიდან იღებდა და მტვერს გადაწმენდდა, ზოგი ამასაც კი არ აკეთებდა და ისე მიირთმევდა მას.

მეცნიერმა პურები კარაქით დაფარა. ახლა თუ ის დავარდებოდა, ჭუჭყი ადვილად შესამჩნევი და მოსაწმენდი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს არამარტო ჰიგიენური, გემრიელიც კი იყო.

სენდვიჩმა თავისი სახელწოდება ინგლისელი დიპლომატის ლორდი სენდვიჩის საპატივცემულოდ მიიღო. ის იმდენად აზარტული მოთამაშე იყო, რომ შეეძლო დღეები გაეტარებინა კაზინოში. საჭმლის მიღებაზეც კი არ იწუხებდა თავს, თუმცა მაინც შიოდა. მაშინ მან უბრძანა მოეტანათ ცივი ხორცი, და რათა ბარათებისთვის ხელები არ გაეშვა, მისი ორივე მხრიდან პურით დაფარვა. ამის დანახვაზე, სხვებმაც დაიწყეს იმავეს გამეორება. ორიგინალურმა წასახემსებელმა სენდვიჩის სახელწოდება მიიღო.

თავად დასახელებაში "ჰამბურგერი" რთულია არ შეამჩნიო გერმანული ქალაქის ჰამბურგის სახელი. ხორცის სტეიკი პურით, მართლაც პოპულარული იყო გერმანიაში XIX საუკუნის დასასრულს.

აშშ-ში გადასულებს რეცეპტიც თან მიჰქონდათ. ჰამბურგერების მასიური წარმოება გასტრონომმა ლუი ლასენმა დაიწყო 1900 წელს შტატ კონექტიკუტში. ამერიკელებს ძალიან მოსწონდათ სწრაფად მომზადებული და საკმაოდ იაფი ჰამბურგერი.

თავის პირველი ჰამბურგერი ლუი ლასენმა 1900 წლის 27 ივლისს გაყიდა. ამიტომაც, სწორედ 27 ივლისს აღინიშნება ჰამბურგერის დღე. ხოლო ქალაქ სეიმურში ვისკონინის შტატში არსებობს "ჰამბურგერების დიდების დარბაზი".

წყარო: i-fakt.ru
Регистрация