onlain sesxebi - ყველა

რამდენიმე ფაქტი პირველი აპრილის ხუმრობებზე

რამდენიმე ფაქტი პირველი აპრილის ხუმრობებზერატომ მაინცდამაინც 1 აპრილი? აი რას ამბობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია: 1564 წელს საფრანგეთის მეფე კარლ IX-მ თავის ქვეშევრდომებს უბრძანა ახალი წელი არა 1 აპრილს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 1 იანვარს აღენიშნათ. ბევრმა ფრანგმა კვლავ გააგრძელა 1 აპრილს ახალი წლის ხუმრობით მილოცვა. გარდა ამისა ცდილობდნენ რაიმე არარსებული სიახლე მოეგონათ და ამითაც ეხალისათ. სწორედ ასე დამკვიდრდა პირველი აპრილის ტრადიცია.

ბოსტონის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ჯოზეფ ბოსკინი ამტკიცებს, რომ ამ დღის ტრადიცია ბევრად ადრე გაჩნდა: ჯერ კიდევ რომის იმპერატორი კონსტანტინე ჯამბაზებს პირველ აპრილს ქვეყნის მართვის უფლებას აძლევდა.

1877 წელს გაზეთ Graphic-მა დაბეჭდა სენსაციური განცხადება: გენიალურმა გამომგონებელმა თომას ედისონმა გამოიგონა აპარატი, რომლის საშუალებითაც მიწა სასარგებლო მაღალკალორიულ საკვებად გადაიქცეოდა. თავად ედისონს მოუწია ადვოკატებს გასაუბრებოდა, მათ კი გაზეთს ბოდიშის მოხდა აიძულეს. საქმე იმაშია, რომ ედისონთან რეგულარულად იპარებოდნენ ქურდები, რომლებსაც ამ გასაოცარი აპარატის მოპარვა უნდოდათ.

1957 წლის 1 აპრილს ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ გაახარა თავისი მაყურებელი სიახლით, რომელშიც ეწერა, რომ შვეიცარიაში აგრონომებისა და სელექციონერების დიდი შრომის შედეგად შეიქმნა მოხარშული სპაგეტის ნერგი. ხუმრობა ხუმრობაა, თუმცა რედაქციაში 200-მდე წერილი შევიდა კითხვით, თუ სად შეიძლებოდა შეეძინათ ეს ნერგები.

წყარო: i-fakt.ru