mome.ge

10 რამ, რაც 30 წლის ასაკში უნდა ისწავლოთ

10 რამ, რაც 30 წლის ასაკში უნდა ისწავლოთ
1. თავი დაანებეთ მოწევას
თუ ეწევით, დაუყოვნებლივ გადააგდეთ სიგარეტი. კვლევების თანახმად, თუ ამ ჩვევას 40 წლამდე დაანებებთ თავს, სასიკვდილო დაავადებების რისკი 90%-ით დაიწევს.

2. დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს
დასვენების დღეებში გვინდა დიდხანს ვიძინოთ, რათა ძილის დეფიციტი ავანაზღაუროთ. მაგრამ არ გირჩევთ ამის გაკეთებას. თუ კონკრეტულ დროს დაიძინებთ და კონკრეტულ დროს გაიღვიძებთ ყოველდღე, აღარსად დააგვიანებთ.

3. რეგულარულად დაკავდით სპორტით
ეცადეთ მეტი იმოძრაოთ. მნიშვნელობა არ აქვს, სეირნობთ, მოძრაობთ ველოსიპედით, ცურავთ თუ მძიმე ათლეტიკით ხართ დაკავებული.

4. შექმენით დღიური
აღწერეთ თქვენი ცხოვრება დღიურში. ეს ჩანაწერები გაგახალისებენ და გაგახარებენ მომავალში. ჩაკეტილი ადამიანიც რომ იყოთ, აზრის ფურცელზე გადმოტანა სტრესის დონეს დაგიწევთ.

5. გიხაროდეთ ის, რაც გაქვთ
თუ კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ, მაშინ ბედნიერი ცხოვრება გელით. იყავით კმაყოფილი ერთმანეთით, ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ურთიერთობები ბევრად დიდხანს გრძელდება.

6. არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეთ
შეწყვიტეთ სხვებზე ფიქრი. აირჩიეთ სწორი მეგობრები, ღირსეულნი და კეთილნი. იყავით მეგობრულნი კეთილ ხალხთა მიმართ და ისინიც არასოდეს დაგტოვებენ.

ონლაინ სესხები უსწრაფესი და უმარტივესი სერვისია. კერძოდ, სიმარტივე, პირველ რიგში, ამ ტიპის სესხის აღებაში გამოიხატება. უმარტივესი განაცხადი, იდენტიფიკაცია და თანხის მოლოდინის 15 წუთი. თუმცა, ხდება ისეც, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მომხმარებლები მაინც ვერ ახერხებენ ყველა საფეხურის გავლას. ასევე იხილეთ სტატია ვერ ვავსებ განაცხადს! - 3 მთავარი პრობლემა. სწრაფი ონლაინ კრედიტების სფეროში უკეთ გასარკვევად გთავაზობთ ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებას. აქ არა მხოლოდ ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას ინტერნეტ სესხების განხრით, არამედ შეძლებთ შეადაროთ და აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი საქართველოში არსებულ ონლაინ სესხებს შიორის. შეძლებთ შეარჩიოთ როგორც მოკლევადიანი, ერთ თვიანი სესხები, ასევე ხანგრძლივი სამომხმარებლო ინტერნეტ კრედიტები. კითხვების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების ფორმის ან მეილის საშუალებით.

7. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომა
აპატიეთ საკუთარ თავს. ამას ყველა აკეთებს. ნუ გაიჭედებით წარსულის შეცდომებზე, არამედ ისწავლეთ მათზე და გააგრძელეთ გზა. თუ ხართ კეთილი საკუთარი თავის მიმართ, როცა ყველაფერი ცუდადაა, შეგიძლიათ ისწავლოთ და შემდეგში უკეთესად იმუშაოთ.

8. აღმოაჩინეთ უპირატესობები
ჩაწვდით საკუთარ თავს და გაარკვიეთ ჭეშმარიტი პრიორიტეტები. ჩამოწერეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენთვის და მაშინვე ყველაფერს მიხვდებით.

9. იკითხეთ დღეში ერთი საათი. წელიწადში მხოლოდ 15 დღეს დახარჯავთ და უამრავ ცოდნას მიიღებთ.

10. არ განიკითხოთ სხვები
შეწყვიტეთ სხვების კრიტიკა. ყველას გვაქვს ნაკლი. შესაძლოა მთელი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ თქვენში იყოს და უდანაშაულოს აკრიტიკებდეთ. იყავით კეთილი და მოკრძალებული.

წყარო: sravni.ru
Регистрация