mome.ge

როგორ აღმოაჩინა თვითნასწავლმა არქეოლოგმა ქალაქი ტროა

როგორ აღმოაჩინა თვითნასწავლმა არქეოლოგმა ქალაქი ტროა

ჰომეროსის "ილიადაში" აღიწერება ქალაქი ტროა, რომელიც მცირე აზიაში, შავი ზღვის გზაზე მდებარეობს. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ეს ისტორიული წყარო სერიოზულად არავის მიუღია. ითვლებოდა, რომ ტროა, ისევე, როგორც ტროის ომი, უბრალოდ ავტორის ფანტაზია იყო.

XVIII საუკუნეში ფრანგმა შუაზელ-გუფიემ სცადა აღმოეჩინა ლეგენდარული ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში. დიდი წარმატებით ეს ექსპედიცია არ დასრულებულა, თუმცა დამტკიცდა, რომ თუ ოდესმე ეს ქალაქი არსებობდა, მაშინ ის თურქული ჰისარლიკის პროვინციაში უნდა ეძებნათ.

დაახლოებით იმავე ადგილზე მიუთითებდა შოტლანდიელი ჟურნალისტი მაკლარენი, რომელიც აქ 1847 წელს იმყოფებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდი იყო, შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, რომ ტროას არც არასდროს უარსებია. მისი აღმოჩენა შეძლო ერთ-ერთმა გერმანელმა თვითნასწავლმა არქეოლოგმა ჰენრიხ შლიმანმა, ადამიანმა, რომლის ცხოვრებაც მძაფრსიუჟეტიან რომანს მოგვაგონებს.

ჰენრიხ შლიმანი 1822 წელს ღარიბი პასტორის ოჯახში დაიბადა, ბავშვობაში ტკბილეულის გამყიდველი იყო, შემდგომში კი მსხვილი ჰოლანდიური ფირმის წარმომადგენელი გახდა რუსეთში.
როგორ აღმოაჩინა თვითნასწავლმა არქეოლოგმა ქალაქი ტროა
1850 წელს რუსეთიდან აშშ-ში გადავიდა, სადაც შტატ კალიფორნიაში "ოქროს ციებ-ცხელება" მძვინვარებდა. შლიმანი არ შეუდგა ოქროს მოპოვებასა და მის რეცხვას, არამედ საქმეს უფრო გონივრულად მიუდგა. მან გახსნა ბანკი, რომელიც კრედიტებს ოქროს მაძიებლებზე გასცემდა, ასევე ყიდულობდა და ყიდდა ოქროს. ამის დახმარებით მან საკუთარი კაპიტალის დაგროვება შეძლო.

ყველასგან გასაკვირად, ხანში შესულმა შლიმანმა უეცრად დაანება თავი ბიზნესს და სორბონაში ჩააბარა, გადაწყვეტილი ჰქონდა ლიტერატურის სიღრმისეულად შესწავლა. მის საყვარელ წიგნად "ილიადა" იქცა. თუმცა ამ წიგნში შლიმანი მხოლოდ ერთ რამეს ეძებდა - სად შეიძლებოდა ყოფილიყო დამარხული ტროა?

1870 წელს ოსმალეთისგან მიიღო თანხმობა ჩაეტარებინა გათხრები სავარაუდო ადგილას. არქეოლოგ-ავანტიურისტს ბედმა 1873 წლის 31 მაისს გაუღიმა. ამ დღეს ექსპედიციამ იპოვა მეფე პრიამოსის 8833 ნივთისგან შემდგარი განძეულობა. ამ მონაპოვარს როგორც სამეცნიერო, ასევე მატერიალური მნიშვნელობა ჰქონდა. დამტკიცდა უძველესი ქალაქის არსებობა, ნაპოვნის ფასმა კი მილიონ ფრანკს გადააჭარბა.

თუმცა სერიოზულმა მკვლევარებმა შლიმანს მაშინვე კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს თავს. მას თაღლითი და მატყუარა უწოდეს. ზოგი ამტკიცებდა რომ შლიმანი რამდენიმე წელი აგროვებდა ცალკეულ ექსპონატებს და საჭირო რაოდენობის შეგროვების შემდეგ ყველაფერი ხალხს აჩვენა.

მხოლოდ შლიმანის სიკვდილის შემდეგ დამტკიცა, რომ "პრიამოსის განძი" სინამდვილეში სულ სხვა მეფეს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს არ უარყოფს შლიმანის დამსახურებას. მან დაამტიცა ჰომეროსის თხზულებების სინამდვილე. მართალია, ის არ იყო პროფესიონალი, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ეგეოსის კულტურის შესწავლაში. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქი მიკენი მან აღმოაჩინა.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация