mome.ge

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე ყოველ წელს დაახლოებით 7000 ახალი ჯისის მწერს აღმოაჩენენ.

რვაფეხა დაბადებისას კოღოს ზომისაა.

ლურჯი ვეშაპის აორტა იმდენად დიდია, რომ მასში ადამიანიც კი თავისუფლად გაეტევა.

ზრდასრული ვეშაპი 2 წამში 2400 ლიტრ ჰაერს შეისუნთქავს.

ქამელეონის ენა თავის სხეულზე ორჯერ უფრო გრძელია.

ქათამს მით უფრო მეტი კვერცხი მოაქვს, რაც უფრო დიდია სინათლე.

ტარაკანას 10 დღის განმავლობაში შეუძლია თავის გარეშე იცხოვროს.

აბსოლუტურად უსინათლო ქამელეონს მაინც შეუძლია ფერი შეიცვალოს.

ერთი ძროხა მთელი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 200 000 ჭიქა რძეს იძლევა.

ნიანგი ახალ კბილებს იზრდის, რათა ძველი შეიცვალოს.

ჭრიჭინა 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს.

ზრდასრულ დათვს შეუძლია ცხენის სისწრაფით ირბინოს.

ზღარბის გული წუთში 300-ჯერ ფეთქავს!

კოლიბრი ხურდა ფულზე ნაკლებს იწონის.

მედუზა 95%-ით წყლისგან შედგება.

დელფინის გული წყალში წუთსი 30-ჯერ ცემს, ზედაპირზე კი - 60-ჯერ.

კოალას დღეში 22 საათი სძინავს.

ფუტკრების დედოფალი თავის საწამლავს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ სხვა დედოფალი მოწამლოს.

ვირთხას შეუძლია 100 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდეს და არაფერი იტკინოს.

ვირთხა წყლის გარეშე აქლემზე დიდხანს ძლებს.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация