onlain sesxebi - ყველა

6 შეცდომა, რომელიც ნებისმიერ ავტომობილს გამოუსადეგარს ხდის

6 შეცდომა, რომელიც ნებისმიერ ავტომობილს გამოუსადეგარს ხდის

1. ზედმეტად მაღალი ან ზედმეტად დაბალი წნევა საბურავებში
ეს არც ისე იშვიატი პრობლემაა. მაღალი ან დაბალი წნევა ავტომობილს აიძულებს მეტი საწვავი მოიხმაროს, ასევე ფუჭდება ავტომობილის დინამიკა, ის ნაკლებად მოძრავი ხდება და ავარიის შესაძლებლობა ძალიან მაღლდება.

2. მკვეთრი აჩქარება და დამუხრუჭება
ნებისმიერი მკვეთრი მოქმედება ავტომობილს ავნებს. ისინი ზედმეტ ზეწოლას ახდენენ ავტომობილის სისტემაზე: გადაცემათა კოლოფსა და ძრავზე. ზემდეტად ცვდება სამუხრუჭე ხუნდები, დისკები, მუხრუჭების მუშაობისუნარიანობა მცირდება.

3. არასწორი პარკირება
სწორი პარკირება ძალიან ძნელი საქმეა ახალბედებისთვის. როგორც წესი, მძღოლები Drive-დან მუდმივად Reverse-ზე გადართავენ ისე, რომ მანქანას გაჩერებას არ აცდიან. სანამ მანქანა ბოლომდე არ გაჩერდება, არასოდეს შეცვალოთ სვლის რეჟიმი, ეს გადაცემათა კოლოფს ანადგურებს.

4. ტექდათვალიერებისა და შეკეთების ვადის დაუკვირვებლობა
ხშირად ავტომობილი მხოლოდ იმიტომ ფუჭდება, რომ თავის დროზე ტექმომსახურებით არ ისარგებლეთ. ეს იწვევს ძვირადღირებულ რემონტს. მაგალითად, ყოველ გავლილ 1000 კმ-ზე საჭიროა ზეთის შემოწმება, ხოლო ყოველ 40 000 კმ-ზე ჰაერის ფილტრი უნდა შეიცვალოს.

5. გადატვირთვა
ზედმეტი ტვირთი ყველა ავტომობილისთვის მავნებელია. ის აბსოლუტურად ყველაფერს აზიანებს. გარდა ამისა, მსგავსი ჩვევა გაიძულებთ მეტი საწვავის ხარჯვას და ნეგატიურად მოქმედებს ავტომობილის მართვისუნარიანობაზე.

6. ზედმეტი დატვირთვა გადაბმულობაზე
ამ შეცდომას მექანიკური გადეცამათა კოლოფის მქონე ავტომობილის მფლობელები უშვებენ. შუქნიშანზე დგომისას ნუ დააჭერთ გადაბმულობის სატერფალს: ეს სწრაფად გამოიყვანს მანქანის მექანიზმს მწყობრიდან. მას ხომ ასჯერ უფრო მეტი მუშაობა უწევს, ვიდრე დანიშნულების მიხედვითაა განკუთვნილი.

წყარო: adme.ru