onlain sesxebi - ყველა

ტურისტების სახელმძღვანელო - რისი გადაღება იკრძალება სხვადასხვა ქვეყანაში


აშშ
კანონმდებლობა ამ ქვეყანაში ზედმეტად მრავალფეროვანია, ამიტომაც ყოველ შტატში ცალკე კანონები უნდა აითვისო. მაგრამ თუ საერთო კანონებს შევკრებთ გავიგებთ, რომ აშშ-ში ძირითადად აკრძალულია ხიდების, ავტომაგისტრალების, გვირაბების, ფედერალური შენობების, პოლიციის შენობების გადაღება.

ასევე აშშ-ში სერიოზულად ეკიდებიან ხალხის გადაღებას. ნებისმიერი უნებართვო სურათი შეიძლება სამხილი გახდეს თქვენ წინააღმდეგ. განსაკუთრებული თემაა სხვისი შვილების გადაღება. ამისათვის შეიძლება მაშინვე პედოფილიაში დაგადანაშაულონ და ციხეში გაგიშვან.

კანადა
კანადაში ფოტოგრაფებს უფრო მსუბუქად ექცევიან. არ შეიძლება სამხედრო ობიექტების და 14 წლამდე ბავშვების თანხმობის გარეშე გადაღება. ასევე არ შეიძლება მაღაზიაში მეპატრონის ნებართვის გარეშე სურათის გადაღება.

კუბა
კუბელებს ძალიან უყვართ სურათების გადაღება ტურისტებთან და სიამოვნებით პოზირებენ. თუმცა ამ კუნძულზე არ შეიძლება სამხედროებისა და სამრეწველო შენობების გადაღება.

დიდი ბრიტანეთი
მოყვარულებს აქ არავინ ზღუდავს, ამიტომაც ჩვეულებრივი ფოტოაპარატით შეიარაღებულს შეგიძლიათ გადაიღოთ ყველაფერი, რაც კი გაგიხარდებათ. თუმცა შტატივი აკრძალულია.

ბელგია
სად შეიძლება წავიდეს პირველად ტურისტი ბრიუსელში? სავარაუდოდ ცნობილ ქანდაკებასთან "მანეკენ პისთან". მაგრამ მის გადამღებს ჯარიმა არ ასცდება.

იაპონია
ტაქტიანი იაპონელები არც ერთ ტურისტს დაუშლიან რამდენიმე ფოტოს გადაღებას. მაგრამ ზომას არ უნდა გავცდეთ. აქ არაა მიღებული ტაძრებისა და სასაფლაოების გადაღება. ასევე აკრძალულია ბუდას დიდი ქანდაკებების გადაღება.

საბერძნეთი
ამ ქვეყანაში მრავლადაა ისტორიული ღირსშესანიშნაობები. თუმცა მუზეუმებში აკრძალულია ექსპონატის ფონზე სურათის გადაღება. სამხედრო პირის გადაღებისთვის კი ციხეშიც შეიძლება აღმოჩნდეთ.

წყარო: ofigenno.cc