onlain sesxebi - ყველა

რატომ ატარებენ ამერიკელები სახლში საგარეო ტანსაცმელს

ჩვენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, შეიძლება მსგავსი ჩვევა სულელურად მოგვეჩვენოს. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ ქუჩიდან უამრავი ჭუჭყის შემოტანას. ჭუჭყიანი ფეხსაცმლით კი დერეფანსაც არ გავცდებით.
რატომ ატარებენ ამერიკელები სახლში საგარეო ტანსაცმელს

თუმცა ამერიკელები, ბრიტანელები, ავსტრალიელები, ახალზელანდიელები, გერმანელები, იტალიელები... ყველანი გასასვლელი ტანსაცმლით დადიან. მაინც რა ჩვევაა ეს?

ამერიკელები სტუმრობისასაც კი არ იხდიან ფეხსაცმელს და არ იცმევენ სხვის ჩუსტებს, რომლებსაც არაჰიგიენურად თვლიან.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ამერიკელები უმეტესად საკუთრი მანქანით ან ტაქსით გადაადგილდებიან. ფეხით ნაკლები ადამიანი მოძრაობს, თუმცა მათთვისაც მშვენიერი პირობებია შექმნილი.

ტროტუარებს თვეში 1-3-ჯერ სპეციალური შემცველობის წყლით რეცხავენ, ამიტომაც ფეხით მოსიარულეებს არ ეშინიათ ჭუჭყიანი ფეხსაცმლით სახლში შესვლის.

ასევე ამერიკელები სახლში იშვიათად აფენენ ნოხს. ამის მაგივრად ისინი იყენებენ იატაკის სპეციალურ გადასაკრავს, რომელიც ადვილად იწმინდება, ან უბრალოდ იცვლება გარკვეული დროის შემდეგ.

ნორმალური ხალხი ამერიკაში თვლის, რომ სისუფთავეა არა იქ, სადაც ასუფთავებენ, არამედ იქ, სადაც არ ანაგვიანებენ. გარდაამისა სახელმწიფო სამსახურები მოქალაქეებთან ერთად მუშაობენ და ქუჩებს ასუფთავებენ.

მაგალითად, როცა ამერიკელი ძაღლს ასეირნებს, მისი დანაგვიანებული აუცილებლად უნდა აალაგოს. არსებობს სპეციალური ტერიტორიები ძაღლების გასასეირნებლად, სადაც სპეციალური ქვიშის მოედნებია მოწყობილი.

ასევე უნდა გამოვყოთ მათი უცნაური დამოკიდებულება ჰიგიენის მიმართ. ბავშვები შეიძლება უბრალოდ იატაკზე დაძვრებოდნენ და იქვე ხელში ბუტერბროდი ეჭიროთ, ჭუჭყსა და მიკრობებზე კი წამითაც არ გაიფიქრებენ.


წყარო: ofigenno.cc
Регистрация