onlain sesxebi - ყველა

როგორი საკვები არ უნდა ვიყიდოთ აეროპორტებში

როგორი საკვები არ უნდა ვიყიდოთ აეროპორტებში
1. ახალი პროდუქტები და სალათები
ეს შეიძლება არალოგიკურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ახალი ხილი და ბოსტნეული შეიძლებ მრავალი ბაქტერიის გადამტანი იყოს. არავინც იცის, რამდენ ხანს იმგზავრა პროდუქტმა. სალათს კი შეიძლება საკვები ნივთიერებები მთლიანად დაკარგული ჰქონდეს.

2. სისხლიანი ხორცი
ყველა რესტორანს არ გამოსდის ხორცის საჭირო ტემპერატურაზე შეწვა. ეს პროდუქტის ხარისხზე აისახება. უმჯობესია უბრალოდ უარი თქვათ სისხლიან ხორცზე და ჰამბურგერი იყიდოთ.

3. საკვები რესტორანში, სადაც პერსონალი არ ჩქარობს
ხშირად საკვები სასადილოში დიდი რაოდენობით იწარმოება და თავის რიგს გამთბარ ქვაბებში უცდის. იგივე შეიძლება მოხდეს პიცის, პასტის ან ნებისმიერი სხვა კერძის შემთხვევაში. თუ თქვენ მიერ შერჩეულ რესტორანში პერსონალი არაა დაკავებული საკვების აქტიური მომზადებითა და დატარებით, მაშინ ეს ცუდის ნიშანია.

4. საბორტო კვება მოკლე რეისებზე
როგორც წესი, ხანრგძლივ რეისებზე შეგიძლიათ მაღალი ხარისხის კერძები მიირთვათ. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ მოკლე რეისებზე, სადაც საკვებში ფული უნდა გადაიხადოთ. ბორტზე ის ყოველთვის გაყინულ მდგომარეობაში ააქვთ. ასეთ შემთხვევაში, თუ საკვები გჭირდებათ, ის აუცილებლად უახლოეს სუპერმარკეტში უნდა შეიძინოთ.

5. საკვები ექსპრეს კაფეში
მრავალ ექსპრეს კაფეში საჭმელი წინასწარ მზადდება, ამიტომაც ხანდახან ის შეიძლება მოძველებული მოგეჩვენოთ. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ, აუცილებლად უარი თქვით მასზე.

წყარო: sravni.ru