onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ავტოგრაფებზე

საინტერესო ფაქტები ავტოგრაფებზე
ჩვენს პლანეტაზე მრავალი ადამიანია გატაცებული ავტოგრაფების შეგროვებით. კოლექციონერობის ამ სახეს საკუთარი სახელიც კი მისცეს - ავტოგრაფილია. ზოგიერთი ვარსკვლავის ავტოგრაფი დიდი ფული ღირს. გასაკვირი არაა, რომ არსებობს მთელი ფირმები, რომლებისთვისაც ავტოგრაფის შესყიდვა და გადაყიდვა შემოსავლიანი ბიზნესია.

ცნობილი მხატვრის ილია ეფიმოვიჩ რეპინის ერთ-ერთმა ნაცნობმა ბაზარში შეამჩნია ნახატი, წარწერით "ი. რეპინი". სურათის ფასი სულ რაღაც 10 რუბლი იყო. ქალმა მაშინვე იყიდა ეს "შედევრი". როცა თავად მხატვარმა ნახა ეს ნახატი, ჩაიცინა და დაწერა: "ეს რეპინი არაა". სულ მალე ამ ნახატის ფასი 10 რუბლს ასცდა და მრავალჯერ გაიზარდა.

ალბერტ აინშტაინი 1922 წელს იაპონიას ესტუმრა. ერთხელ მასთან ოტელში მოვიდა კურიერი, თუმცა აინშტაინს ხურდა არ ჰქონდა, რათა მისთვის მიეცა. სამაგიეროდ გაატანა ორი ავტოგრაფი და უთხრა, რომ დროთა განმავლობაში მათი ფასი გაიზრდებოდა. აინშტაინი სწორი აღმოჩნდა. წლების შემდეგ მისი დაწერილი ავტოგრაფი 1,5 მილიონ დოლარად, მეორე კი 240 ათას დოლარად გაიყიდა.

ცნობილი დრამატურგის უილიამ შექსპირის ავტოგრაფის მფლობელს შეუძლია თავი მილიონერად ჩათვალოს. დღემდე მხოლოდ მისმა 6-მა ხელნაწერმა მოაღწია. თითოეული მათგანი 5 000 000 დოლარადაა შეფასებული.

ლეონარდო და ვინჩის რვეული მისი დაკვირვებებითა და ნააზრევებით 1994 წელს შეიძინა მილიარდერმა ბილ გეიტსმა. რვეული 30,8 მილიონი დოლარი ღირდა.

ყოველ წელს, 23 იანვარს აღინიშნება ხელწერის დღე. ღონისძიების ინიციატორია ხელნაწერთა საკუთრების ასოციაცია. მათი მიზანია, შეგვახსენონ, რომ ხელწერა უნიკალურია. ჩვენს კომპიუტერულ ხანაში კი - მით უმეტეს.

წყარო: i-fakt.ru