onlain sesxebi - ყველა

ძაღლი თავის ჯიშის დაუძინებელ მტრებთან ერთად იზრდებოდა. უბრალოდ დააკვირდით, ამოიცნობთ მასში ძაღლს?

ეს არის ტალი

ის სუფთა სისხლის ალასკური მალამუტია.

ეს ჯიში ციმბირული ჰასკის ჩრდილოამერიკული ანალოგია.

სამგზავრო ძაღლი, რომელიც მუდმივად უნდა მოძრაობდეს.

მაგრამ ტალი - პირდაპირი მნიშვნელობით თავის ჯიშის საწინააღმდეგო ვარიანტია. ეს იმიტომ, რომ კატებთან ერთად გაიზარდა.

ამას პირდაპირ შეამჩნევთ, უბრალოდ თვალებზე დააკვირდით!

ხანდახან უბრალოდ სამზარეულოში წვება და გარემოს აკვირდება, როგორც კატა!

თუმცა ყველაზე მეტად მას პირველშემხვედრ ადგილას წაძინება უყვარს.

საათობით სძინავს, როგორც კატას. უბრალოდ არ კრუტუნებს.

გასეირნების მაგივრად სიმშვიდეში ყოფნა ურჩევნია.

მას ყუთში დამალვა და იქიდან დაკვირვება უყვარს.

უსაფრთხოება - ტალის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. თავშესაფრიდან მხოლოდ საჭმელად გადმოდის. მსგავსება კატასთან - 100%

ხანდახან კი უფლებას აძლევს ადამიანს, მასთან ითამაშოს, თუმცა ისევ და ისევ თავისი კატური თავშეკავებულობით.

ვინ იფიქრებდა, რომ ძაღლი ასე მოიქცეოდა? სხვა ძაღლთათვის კატები დაუძინებელი მტრები არიან, ტალი კი მათ ოჯახის წევრებად აღიქვამს. ეს გვაჩვენებს იმას, თუ
რამდენად დიდი გავლენა აქვს გარემოს ნებისმიერ არსებაზე.

წყარო: ofigenno.cc