onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ქუსლებზე

საინტერესო ფაქტები ქუსლებზე

არამხოლოდ ტანსაცმელი ითვლება ეპოქის ანარეკლად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - ფეხსაცმელი. დროთა განმავლობასი, მის გამოჩენასთან ერთად ათასობით წელი გავიდა, ამიტომაც ა რუნდა გაგვიკვირდეს, რომ ქალისა და კაცის ფეხსაცმლის ქუსლები მრავალჯერ შეიცვალა, გარდაიქმნა ან საერთოდ გაქრა. დღეს ზოგიერთ ქალბატონს შეუძლია რამდენიმე თვის დანაზოგიც კი დაახარჯოს ქუსლიან ფეხსაცმელს. მოდით გავიგოთ, როდის და რატომ გახდა ქუსლი ფეხსაცმლის შემადგენელი ნაწილი.

ბევრმა არ იცის, რომ ქუსლი საერთოდ არ ამშვენებდა ქალთა ფეხსაცმელებს, არამედ ძველი ეგვიპტელების კომფორტისთვის შეიქმნა. მისი საშუალებით ბევრად ადვილი ხდებოდა მოხვნის დროს გადაადგილება. აი ძველ საბერძნეთში კი ქუსლებს თეატრალურ გამოსვლებში იყენებდნენ. მისი სიმაღლე 10 სმ-ს არ სცდებოდა.

მოდურ ტენდენციად ქუსლი ბაროკოს პერიოდში იქცა. მას მამაკაცები ხმარობდნენ. მამაკაცის ფეხსაცმლის ამ ელემენტის შემქმნელად ფრანგი ოფიცერი ითვლება. მალე ქალებმაც დაიწყეს ქუსლების ხმარება. ვენეციელები აქტიურად იყენებდნენ მაღალ ფეხსაცმელს, შემდეგ კი ეს ტრადიცია ყველა ქალბატონში გავრცელდა. ამ პერიოდის ქუსლი 15-42 სანტიმეტრის სიმაღლის იყო.

თურქეთშიც ატარებდნენ ქალები ქუსლებს, მაგრამ სულ სხვა მიზნით. მათ ხარჭებს აცმევდნენ, რათა ჰარამხანიდან არ გაქცეულიყვნენ. იაპონიაში შემოვიდა გეტა, რომელიც დღესაც სარგებლობს დიდი პოპულარულობით. ის მერვე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და მისი სიმაღლე ამინდზე იყო დამოკიდებული. იმ დროს ტალახის პრობლემა სერიოზული წინაღობა იყო ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის.

იმისათვის, რომ უფრო მაღლები გამოჩენილიყვნენ, პირველად ქუსლის ხმარება 1533 წელს დაიწყეს. ეს ეკატერინა მედიჩიმ გადაწყვიტა. ის მთელი 5 სანტიმეტრით მაღალი ჩანდა. სიმაღლეში გაზრდა მხოლოდ ქალებს არ სურდათ: ლუდოვიკო XV-მ ქუსლების ტარებაში რეკორდი დაამყარა. მისთვის სპეციალურად დამზადდა 10 სმ სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი. თუმცა ამ რეკორდის ავტორად შეგვიძლია ლუდოვიკო XIV-ც დავასახელოთ. ის არაფრით ჩამორჩებოდა თავის შთამომავალს.

მხოლოდ XVIII საუკუნეში შეწყვიტეს მამაკაცებმა ქუსლის ტარება და ეს ტრადიცია მთლიანად ქალებს დაუტოვეს.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация