onlain sesxebi - ყველა

უკანასკნელი სურათი. 8 შემთხვევა, როცა სელფის გადაღება სიკვდილით დასრულდა

დიდი ბრიტანეთი
ახალგაზრდა იდეალური სელფის გადაღების იდეამ შეიპყრო. ამიტომ ნახევარი წელი სახლიდან არ გამოსულა. საბოლოოდ 200 ფოტო დააგროვა და საუკეთესო მაინც ვერ მონახა. დეპრესიისგან თავის დასაღწევად მან თავის მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც მოახერხეს.
უკანასკნელი სურათი. 8 შემთხვევა, როცა სელფის გადაღება სიკვდილით დასრულდა


ინდოეთი
ოთხი მეგობარი მანქანით მგზავრობდა და მატარებლის ფონზე სელფის გადაღება გადაწყვიტეს. რაღაც ისე ვერ წავიდა და მათ გადახტომაც კი ვერ მოასწრეს.
უკანასკნელი სურათი. 8 შემთხვევა, როცა სელფის გადაღება სიკვდილით დასრულდა


რუმინეთი
18 წლის გოგონამ გადაწყვიტა სელფი მატარებლის სახურავზე გადაეღო. სამწუხაროდ მან ფეხი სადენს გამოსდო და 27 000 ვოლტის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

რუსეთი
გოგონა მოსკოვში იმყოფებოდა და სამახსოვრო სელფი უნდოდა გადაეღო. ის მიეყრდნო ხიდის მოაჯირს, რომელიც მორყეული იყო. გოგონა 15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
უკანასკნელი სურათი. 8 შემთხვევა, როცა სელფის გადაღება სიკვდილით დასრულდა


ესპანეთი
გენიალური იდეა მოუვიდა ენსიეროს მონაწილეს - მან სელფის გადაღება გამწარებული ხარის ფონზე გადაწყვიტა. რქებზე აცმული ვეღარავინ გადაარჩინა.
უკანასკნელი სურათი. 8 შემთხვევა, როცა სელფის გადაღება სიკვდილით დასრულდა


აშშ
ახალგაზრდა მამაკაცმა, სელფის გადაღებისას, შემთხვევით ტყვია შუბლში გაირტყა.

პაკისტანი
როგორც ჩანს, მატარებლები ყველაზე მეტად ვერ იტანენ სელფის. 22 წლის ბიჭი ლიანდაგზე დადგა და სელფის გადაღება გადაწყვიტა. მატარებლის განრიგში ეს არ ჯდებოდა. სამწუხაროდ ადამიანი გარდაიცვალა.
უკანასკნელი სურათი. 8 შემთხვევა, როცა სელფის გადაღება სიკვდილით დასრულდა


როგორც ხედავთ, საჭიროა დიდი სიფრთხილე, თუ მაგარი სელფის გადაღება გინდა. ზოგიერთი ადგილი უბრალოდ არაა ამისათვის შექმნილი. ნუ მისცემთ უბრალო ფოტოს უფლებას, შეიწიროს თქვენი სიცოცხლე და ტკივილი მიაყენოს ახლობლებს. განა ყველაფეირ ეს ლაიქებად გიღირთ?

წყარო: ofigenno.cc
Регистрация