mome.ge

კოლიზეუმი

კოლიზეუმი

ესაა ანტიკური ნაგებობა მასობრივი სანახაობებისათვის - კოლიზეუმი, ის რომის შვიდი ბორცვიდან ორის - კაპიტოლიუმისა და პალატინის შორისაა აგებული. ითვლება ძველი რომის ერთ-ერთ სიმბოლოდ, ხოლო 1979 წელიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის პროგრამაში შედის.

კოლიზეუმი შეიძლებოდა არც აშენებულიყო, თუმცა ფლავიუს ტიტუს ვესპასიანემ გადაწყვიტა კლავდიუს ნერონის მმართველობის ყოველგვარი კვალი გაექრო.

მისი მშენებლობა 70 წელს დაიწყო ჭის ადგილას და 80 წელს დასრულდა, როცა იმპერატორი უკვე ტიტუსის შვილი, ფლავიუსების წარმომადგენელი იყო. ხანდახან კოლიზეუმს "ფლავიუსების ამფითეატრსაც" უწოდებდნენ.

ძველ საბერძნეთში ამფითეატრებს ქმნიდნენ მიწის გარკვეული მონაკვეთის გადათხრით. რომში კი კოლიზეუმი მთლიანად ქვისგან ააგეს.

კოლიზეუმი რომის მთელი მოსახლეობისთვის აშენდა, მაგრამ პატრიციები მაინც პლებეებისგან განცალკევებით ისხდნენ. ამფითეატრი 50 ათას ადმიანს იტევდა.

რომაელთა ყველაზე პოპულარული გასართობი იყო გლადიატორთა ბრძოლები, რასაც მონაწილეობას იღებდნენ, დამნაშავეები, მონები, ტყვეები. თუმცა უარს არც მოხალისეებს ეუბნებოდნენ.

ორთაბრძოლების გარდა ეწყობოდა ცხოველებთან ბრძოლა. გლადიატორს უნდა მოეკლა მტაცებელი, რათა გადარჩენილიყო. ზოგიერთი იმდროინდელი ისტორიკოსი წერს, რომ კოლიზეუმის გახსნის საზეიმო დღესასწაულზე, რომელიც 123 დღე გრძელდებოდა, არენაზე 11 ათასი ცხოველი: სპილო, ვეფვხვი, ლომი, დათვი და ხარი დაიხოცა.

იმპერატორი ტროიანის დროს გლადიატორთა ბრძოლებს 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დიდი ნაწილი იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც რომის დაცემის დასაწყისად მიიჩნეოდნენ.

ისტორიულ დოკუმენტთა თანახმად, როცა რომის იმპერია დაეცა, კოლიზეუმმა, როგორც სახალხო-საღონისძიებო შენობამ, არსებობა შეწყვიტა. 847 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად კოლიზეუმის ჩამოშლილი ნაწილები საეკლესიო ნაგებობების შეკეთებისა და აშენებისთვის გამოიყენეს. კოლიზეუმის სარდაფები კი ბოსტნეულის გასაზრდელად გამოიყენებოდა.

კოლიზეუმის მარმარილოს დიდი ნაწილი პეტრას ტაძრის ფასადის მოპირკეთებაში გამოიყენეს. ის ვატიკანში დგას.

პირველად კოლიზეუმზე, როგორც ისტორიულ ძეგლზე, საუბარი კათოლიკურმა ეკლესიამ XVIII დაიწყო.

რომის პაპმა ბენედიქტე XIV-მ მიიღო გადაწყვეტილება, კოლიზეუმი წმინდა ადგილად გამოეცხადებინა. დაიწყო რესტავრაცია და 2000 წლიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნაგებობა მარტივად დაათვალიეროს.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация