onlain sesxebi - ყველა

შეწყვიტეთ მათი ყიდვა

შეწყვიტეთ მათი ყიდვა

1. ლატარეის ბილეთები
ვიღაც მათ თვეში ერთხელ ყიდულობს, სხვა კი, დღეში რამდენიმესაც გასწვდება. აზარტული თამაშები ძალიან ჩამთრევნი არიან და ვალებამდე მივყავართ. მოგების შესაძლებლობა კი მინიმალურზე მინიმალურია. იმის ალბათობა უფრო მეტია, რომ გზაში მანქანას ემსხვერპლოთ, ვიდრე ლატარეის ბილეთით დიდი თანხა მოიგოთ.

2. წყალი ბოთლში
თქვენ ყიდულობთ წყალს და 0,5 ლიტრში 40 თეთრს იხდით. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ წყალი სახლიდან სპორტული ბოთლით ატაროთ.

3. საკვები კინოთეატრებში
კინოთეატრები პოპკორნის გაყიდვით უფრო მეტს შოულობენ, ვიდრე ბილეთების გაყიდვით. პოპკორნი, გაზიანი სასმელი და ტკბილეულიც სუპერმარკეტში გაცილებით იაფი ღირს. შეგიძლიათ ის ფარულად შეიტანოთ, მთავარია არ დაანაგვიანოთ.

4. ყავა სამუშაოზე
ერთი ჭიქა კარგი ყავა დაახლოებით 6 ლარი ღირს. სამუშაოზე მისი წაღება მოდად გადაიქცა. ყავა სახლში გააკეთეთ და თერმოსში ჩაასხით. ერთ თვეში ნამდვილად იგრძნობთ განსხვავებას.

5. წიგნი
რატომ უნდა იყიდო წიგნი, როცა შეგიძლია ის სრულიად უფასოდ ბიბლიოთეკაში წაიკითხო?

6. საკაბელო ტელევიზია
რისი ნახვაც გსურთ, უკვე ყველაფერი ინტერნეტში მოიპოვება. ნუ გადაიხდით ზედმეტს ასობით ახალი არხისთვის, თუ მათგან მხოლოდ რამდენიმეს უყურებთ.

7. სპორტული დარბაზის აბონიმენტი
ის შეიძლება ასობით ლარი დაგიჯდეთ. თუ გაქვთ მოტივაცია და სურვილი, არსებობს უფასო საშუალება - სახლი. იქ შეგიძლიათ მთელი დღე ივარჯიშოთ, ან სულაც გარეთ გახვიდეთ და ირბინოთ.

8. გაჯეტის უკანასკნელი ვერსია
ყოველ ჯერზე, როცა ბაზარზე გაჯეტის ახალი ვერსია ჩნდება, წინა ვერსიის ფასი საგრძნობლად ეცემა. დაზოგეთ ფული, ნუ იყიდით იმას, რაც ხშირ შემთხვევაში არ გჭირდებათ.

9. დონატი (საქონელი ონლაინ თამაშებში)
უფასო თამაშშიც კი შეიძლება მოიძებნოს ისეთი რამ, რისთვისაც ფული უნდა გადაიხადოთ, რათა მოიპოვოთ გარკვეული უპირატესობა, ან ახალ დონეზე გადახვიდეთ. ეს ფსიქოლოგიური ტრიუკია. არ აჰყვეთ მას.

10. ექსპრეს-მიტანის სერვისი
ინტერნეტ მაღაზიები დიდ ფულს შოულობენ ხალხზე, რომლებსაც საქონლის რაც შეიძლება სწრაფად მიღება სურთ. უბრალოდ უნდა დაიცადოთ, და ზედმეტსაც არ გადაიხდით.

წყარო: sravni.ru
Регистрация