onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ახალშობილებზე

საინტერესო ფაქტები ახალშობილებზე

ბავშვები - ისინი ადამიანები არიან, ოღონდ ძალიან პატარები და გამაოცებელნი. სიცოცხლის ნებისმიერი სფერო სავსეა არაჩვეულებრივი ფაქტებით, რომლებსაც ბევრი ვერ ამჩნევს. ბავშვებს აქვთ ისეთი მხარეები და განსაკუთრებულობები, რომლებიც მხოლოდ მათ ახასიათებთ.

თუ ბავშვის დაბადებას როგორც ჩვეულებრივ პროცესს, ისე მივიღებთ, მაშინ შესაძლოა ვერ დავინახოთ მათი უნიკალურობა და თვალისმომჭრელობა.

თუ ჩვენ ბავშვის ასაკს მისი ამქვეყნად მოვლენიდან ვითვლით, მაშინ კორეელები თავიანთ ფაქტობრივ თანატოლებთან შედარებით თითქმის ერთი წლით დიდები არიან. საქმე იმაშია, რომ კორეაში ასაკი არა დაბადებიდან, არამედ ჩასახვიდან იწყება.

ბავშვის სისხლის ჯგუფი ყოველთვის ერთ-ერთი მშობლის სისხლის იდენტური არაა. შესაძლებლობა ორივე მშობელს ერთნაირი აქვს, შეიძლება ბავშვმა ორივეს სისხლი თანაბრად მიიღოს.

მხოლოდ ბავშვის ტირილს შეუძლია ადამიანის ტვინის ფიზიკური რეაქცია გამოიწვიოს.

ზრდასრულ ადამიანს ბავშვზე გემოს სამჯერ ნაკლები რეცეპტორი აქვს.

ერთადერთი ორგანო, რომელიც ზომაში არ იცვლება, ესაა თვალი. ცხოვრების პირველი 6 თვის განმავლობაში ყოველ ბავშვს ცისფერი თვალები აქვს. ის მხოლოდ შეფერილობით განსხვავდება.

სანამ სამი კვირა შეუსრულდება, ახალშობილს არ შეუძლია ტირილი. რა თქმა უნდა, მას შეუძლია შეეცადოს, თუმცა არ გამოუვა, რადგან ცრემლის ჯირკვლები ჯერ კიდევ არ უმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა უკვე დაიწყო სიტყვების გამოთქმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ენაც ესმის.

როცა ადამიანი იბადება, მას 300 ძვალი აქვს, ხოლო ზრდასრულობისას მათი რაოდენობა ორასამდე მცირდება.

მაგრამ თუ ყოველდღე გამოყენებულ საფენთა რაოდენობას გადავხედავთ, ძვლებზე საერთოდ აღარ ვიფიქრებთ. სანამ ბავშვს ტუალეტის გამოყენებას ვასწავლით, მანამდე საშუალოდ 8000 საფენის გამოცვლა მოგვიწევს მისთვის.

არანაირი ტექნოლოგია არ ახდენს გავლენას ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ისინი რეაგირებენ მხოლოდ იმაზე, რაც საპასუხოდ რეაგირებს მათზე. ამიტომაც მისთვის რაიმე ინფორმაციის ტელევიზორით ან კომპიუტერით მიწოდებას აზრი არ აქვს. მხოლოდ ცოცხალ კონტაქტს შეუძლია შედეგი გამოიღოს.

მღელვარე დედები, როცა საწოვარა ძირს დაუვარდებათ, მაშინვე ცდილობენ მის გარეცხვას. მეცნიერებმა დაამტიკეც, რომ დავარდნილი და არ გარეცხილი საწოვარა ბავშვის იმუნიტეტს გააუმჯობესებს.

სამი წლისას ჩნდება გენდერული მახასიათებლები. ისინი იწყებენ მოქცევას ისე, როგორც ბიჭი, ან გოგო.

ახალშობილებს აქვთ ბუნებრივი ინსტინქტი, მათ ცურვა შეუძლიათ. ეს ინსტინქტი დაახლოებით 6 თვით რჩება მასთან. მომავალში თავიდანაა საჭირო ცოდნის დაბრუნება.

ბავშვთა უმეტესობას არ შეუძლია გაიხსენოს, რა ხდებოდა მათ თავს სამ წლამდე. თუმცა ორი წლის ბავშვს ისიც ახსოვს, რა იყო 1,5 წლის წინ. ზრდის პროცესში კი მეხსიერების ნაწილი იკარგება. მეცნიერებმა ამას ინფანტილური ამნეზია უწოდეს.

წყარო: i-fakt.ru