onlain sesxebi - ყველა

ინვესტირების 3 სტრატეგია 50 მილიონერისგან

ინვესტირების 3 სტრატეგია 50 მილიონერისგან

1. პასიური შემოსავლის გაზრდა
მილიონერები მუდმივად ეძიებიან პასიური შემოსავლის წყაროებს. ისინი მუშაობენ, მაგრამ არ არიან დამოკიდებულნი მხოლოდ ხელფასზე. ისინი ფულს უძრავ ქონებაში, მცირე ბიზნესსა და ვაჭრობაში დებენ. "პასიური შემოსავლის გარეშე ვერ იქნები თავისუფალი", - ამბობს ჰარვ ეკერი წიგნში "იფიქრე, როგორც მილიონერმა".

2. წესი 20-20
წესი მდგომარეობს იმაში, რომ 15-20% თქვენი შემოსავლისა უნდა მიმართოთ გრძელვადიან ინსტრუმენტებზე, საცხოვრებლის ხარჯები კი 15-20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მიუხედავად დიდი სიმდიდრისა, ბევრი მილიონერი აფორმებს იპოთეკას ან ბინას ქირაობს. საინტერესოა, რომ მილიონერთა უმეტესობას არ აქვს უზარმაზარი სახლი ან მეორე ბინა.

3. რისკი
აქ კი ყველაფერი მარტივადაა: რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას და გარისკვას, მით მეტის შოვნას შეძლებთ. თუ 30 წლის ასაკში დაიწყებთ თვეში 1000 დოლარის ჩადებას ინსტრუმენტებში, რომლებსაც წლიური 8% მოაქვთ, მაშინ 60 წლისას 1,5 მლნ დოლარის მფლობელი იქნებით. მაგრამ თუ 35 წლისას დაიწყებთ, მაშინ 60 წლისას თქვენ მხოლოდ 950 000 დოლარი გექნებათ. მილიონერთა უმეტესობამ ადრეულ ასაკში დაიწყო.


წყარო: sravni.ru
Регистрация