onlain sesxebi - ყველა

თუ პური არ აქვთ, მაშინ ნამცხვარი შეჭამონ!

თუ პური არ აქვთ, მაშინ ნამცხვარი შეჭამონ!
ლეგენდის თანახმად ფრანგმა დედოფალმა მარია-ანტუანეტამ, როცა ხალხის შიმშილობის ამბავი გაიგო, ასეთი რამ თქვა: "თუ პური არა აქვთ, მაშინ ნამცხვრები მიირთვან!". ეს ისტორია პირველად ჟან-ჟაკ რუსოს წიგნ "აღიარებაში" (1766-1770) გამოჩნდა. პრობლემა იმაშია, რომ მარია-ანტუანეტა მაშინ ჯერ კიდევ გოგონა იყო და ავსტრიაში ცხოვრობდა, რუსოს სახელი საერთოდ არ მიუთითებია, ეს უსახელო პრინცესა იყო. გარდა ამისა, ითვლება, რომ ფრაზის უკან დგას კონკრეტული ისტორიული პერსონაჟი, უფრო ზუსტად მარია-თერეზია ავსტრიიდან (1638-1683), "მეფე-მზის" ლუდოვიკო XIV-ის მეუღლე. ასევე, ორიგინალურ ფრაზაში "qu'ils mangent de la brioche", მოხსენიებულია არა ნამცხვრები, არამედ ბრიოში - ტკბილი ფუნთუშა კარაქთან ერთად. ვარიანტი "არ გაქვთ პური, ჭამეთ ფუნთუშა", არც ისე გამომწვევად გამოიყურება. სწორედ რუსომ შთააგონა რევოლუციონერებს, გაევრცელებინათ ეს ფრაზა მთელს საფრანგეთში, რათა ხალხი მონარქიის წინაარმდეგ განეწყოთ. გამოიცანით ვინ იყო ამ დროს დედოფალი? რა თქმა უნდა მარია ანტუანეტა. ხალხს ის არ უყვარდა. ის უამრავ ფულს ხარჯავდა გართობასა და აზარტულ თამაშებში. მარია-ანტუანეტას ქცევამ დაბადა ხმები მისი უზნეობის შესახებ და მთელ საფრანგეთში გაავრცელა. რუსოს მიერ დაწერილი ფრაზა მშვენირეი მიზეზი იყო ფრანგებისთვის მარია ანტუანეტაზე ახალი იარლიყის მიკერებისა. აღსანიშნავია, რომ დღეს ჟან-ჟაკ რუსოს სახელობის მრავალი ქუჩაა გახსნილი საფრანგეთში. როგორც ვიცით, დედოფალი 1793 წელს გილიოტინაზე აიყვანეს და მეფესთან ერთად თავი მოჰკვეთეს. მისმა არ ნათქვამმა ფრაზამ კი დღემდე მოაღწია.

წყარო: i-fakt.ru