onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები აგათა კრისტის შესახებ

საინტერესო ფაქტები აგათა კრისტის შესახებ

მთელს მსოფლიოში აგათა კრისტის მიერ შექმნილი ოთხ მილიარდზე მეტი წიგნია გაყიდული. ის მხოლოდ ბიბლიასა და შექსპირს ჩამორჩება. დეტექტიური ჟანრის დედოფლის წიგნები 103 ენაზეა თარმგნილი.
აგათა მილერი (ეს მისი ქალიშვილობის გვარია), ინგლისურ ქალაქ ტორკიში დაიბადა. გოგონა ფაქიზ მუსიკალურ სმენას ფლობდა და მისი მშობლები თვლიდნენ, რომ თავის წარმოჩენა სცენაზეც შეეძლო. არ გამოვიდა - აგათას ძალიან ეშინოდა მაყურებელთა უზარმაზარი აუდიტორიის.

აგათამ მიიღო სამედიცინო განათლება, პირველი მსოფლიო ომის წლებში მედდად მსახურობდა, შემდგომში კი ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად დასაქმდა. სავარაუდოდ, ამან იქონია გავლენა მის ლიტერატურასა და საქმიანობაზე, ნაწარმოებებში გმირები უმეტესაც მოწამლვისგან კვდებიან. გასაკვირი არცაა, თავად აგათა მშვენივრად ერკვეოდა საწამლავებში.

პირველი მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა მედდა ბრიტანული არმიის პოლკოვნიკზე არჩიბალდ კრისტიზე გათხოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ ქორწინება ჩაიშალა, მაგრამ სწორედ ამ გვარით გაიცნო კრისტი მთელმა მსოფლიომ. თუმცა, რამდენიმე რომანი ფსევდონომ მერი ვესტმაკოტის სახელითაც გამოიცა. პირველი წიგნი აგათა კრისტიმ მხოლოდ 30 წლის ასაკში დაწერა. ცნობილი კი გახდა დასთან კამათის წყალობით, რომელიც მაშინ უკვე ბევრისთვის ნაცნობი იყო. პირველი რომანის სახელი იყო "იდუმალი შემთხვევა სტაილზში". მან მკითხველამდე მძიმე გზა განვლო. მწერალმა ის შვიდ გამომცემლობაში მიიტანა. შედეგად მხოლოდ 2000-იანი ტირაჟი გამოიცა, მწერალმა კი პირველი ლიტერატურული ჰონორარი - 25 ფუნტი სტერლინგი მიიღო.

1930 წელს ის მეორედ გათხოვდა. სიძე არქეოლოგი მაქს მალოუენი იყო, ის აგათაზე 15 წლით უმცროსი იყო. თუმცა ამაზე აგათა ხუმრობით ამბობდა, რომ არქეოლოგისათვის ქალის ღირებულება ასაკის მიხედვით იზრდება.

აგათა კრისტის შემოქმედების მკვლევრები ამტკიცებენ, რომ თავისი ნაწარმოებების დასასრულს ის ძალიან ორიგინალურად იგონებდა, მწერალი ყოველთვის მას გამოაცხადებდა დამნაშავედ, ვისზეც ყველაზე ნაკლებად გვქონდა ეჭვი.

მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია "ათი პატარა ზანგი". თუმცა პოლიტკორექტულობის შენარჩუნების მიზნით, წიგნის სათაური შეიცვალა და დაერქვა - "და აღარავინ დარჩა".

აგათა კრისტის წიგნები არაერთხელ ეკრანიზირებულა, მაგრამ ის ყოველთვის უკმაყოფილო იყო გადაღებულით. თუმცა არის ერთი ფილმი, რომელიც მას ნამდვილად მოეწონა, ესაა "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში". კრისტის აზრით მსახიობმა ალბერტ ფინიმ დამაჯერებლად შეასრულა დეტექტივ ერკიულ პუაროს როლი.

ცხოვრების ბოლო წლებში ცნობილი მწერალი ალცჰაიმერით იტანჯებოდა. ის მრავალი წელი ინახავდა ორ მოთხრობას იმ შემთხვევისთვის, თუ წერას ვეღარ გააგრძელებდა. აგათა კრისტი 1976 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა. დღეს საავტორო უფლებები დეტექტივის დედოფლის ზოგიერთ ნაწარმოებზე მწერლის შვილიშვილს მეთიუ პრიჩარდს ეკუთვნის.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация