onlain sesxebi - ყველა

სტივენ ჰოკინგმა აპოკალიფსის რამდენიმე სცენარზე ისაუბრა

სტივენ ჰოკინგმა აპოკალიფსის რამდენიმე სცენარზე ისაუბრა

ჰოკინგმა სამყაროს აღსასრულის ოთხი სცენარი იწინასწარმეტყველა: ბირთვული ომი, ხელოვნური ინტელექტის გაუკონტროლებლობა, შემთხვევით ან განზრახულად შექმნილი ვირუსი, გლობალური დათბობა.

ბოლო საფრთხის ჩარჩოებში ის მუდმივად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის მოქმედებებს. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიისას ის გვპირდებოდა, რომ აშშ გამოვიდოდა პარიზის ხელშეკრულებიდან, რომელიც სპეციალური აკრძალვებითა და რეგულაციებით გლობალური დათბობის შეჩერებას ემსახურება.

2017 წლის ზაფხულში აშშ-მ მაინც გაწყვიტა შეთანხმება. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულების პირობები ზედმეტად უსამართლოა აშშ-ს მიმართ. გარდაამისა, ამ ყველაფრის რეალიზაცია ამერიკას სამი ტრილიონი დოლარი და 6,5 სამუშაო ადგილი დაუჯდებოდა.

პრეზიდენტის თქმით, პარიზის შეთანხმებას შეუძლია ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს ეკონომიკას და ნახშირის ინდუსტრია შეაფერხოს. ევროპელი ლიდერები ნეგატიურად შეხვდნენ ტრამპის ასეთ გადაწყვეტილებას და განაცხადეს, რომ ერთი ქვეყნის მოთხოვნების გამო ხელშეკრულება არ გადაიხედება.

შედეგად, აშშ აღმოჩნდა პარიზის ხელშეკრულებაში არ მონაწილე ქვეყნებს შორის. - სირიასა და ნიკარაგუასთან ერთად. ზოგიერთმა ეკოლოგმა და მეცნიერმა უკმაყოფილება გამოხატა ამის გამო ტრამპის მიმართ.

სტივენ ჰოკინგი თვლიდა, რომ გლობალური დათბობის საფრთხე ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მისი შეჩერების შესაძლებლობა, თუ ახლავე დავიწყებთ მოქმედებას.

"ჩვენ ვუახლოვდებით გარდამტეხ მომენტს, როცა გლობალური დათბობა შეუქცევად პროცესად გარდაიქმნება. ტრამპის მოქმედებამ შესაძლოა დედამიწა ვენერას დონემდე მიიყვანოს, მისი ტემპერატურა 250 გრადუსს ასცდება, ღრუბლებიდან კი მჟავის წვიმა წამოვა", - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

მეცნიერის აზრით, კლიმატის ცვლილების უგულებელყოფა უზარმაზარ ზიანს მიაყენებს ჩვენს გარემოს, როცა ჩვენ ამის შეჩერება შეგვიძლია. "სწორედ პრეზიდენტი წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სამყაროსთვის და ჩვენი შვილებისთვის".

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო რბოლისას ჰოკინგი ტრამპს დემაგოგს უწოდებდა. ის თვლიდა, რომ მისი წარმატება და პოპულარობა ყოველგვარ ლოგიკას სცდებოდა.

წყარო: ofigenno.cc