onlain sesxebi - ყველა

რამდენიმე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენთვის სტივენ ჰოკინგმა ახსნა

დიადი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს გარდაიცვალა. ის ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ, მიუხედავად საშინელი მდგომარეობისა, მან დიდი ღვაწლი ჩადო მეცნიერების განვითარებაში და გაუგებარის გასაგები ენით ახსნა შეძლო.

დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო აღმოჩენასა და წესს ჰოკინგის ცხოვრებიდან.

IQ სულელებისთვისაა
ჰოკინგმა არ იცოდა, რამდენი იყო მისი IQ კოეფიციენტი და არც დაინტერესებულა ამით. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ წარუმატებლებს აინტერესებთ.

მთელი ჩვენი პლანეტა აკვარიუმია ამოზნექილი კედლებით
სტივენ ჰოკინგი თვლიდა, რომ თითოეული ადამიანი - უბრალო თევზია, რომელიც აკვარიუმში ცხოვრობს. სამყაროზე კი დამახინჯებულად ვმსჯელობთ, რადგან მას შიგნიდან ვხედავთ და არ გვაქვს მისი გარედან გამოკვლევის შესაძლებლობა.
თუმცა, ამ თეორიის მიუხედავად, ჰოკინგი აგრძელებდა სამყაროს კვლევას და მასზე სტერეოტიპების მსხვრევას.

სამყარო წარმოიშვა "არაფრისა" და გრავიტაციისაგან
ჰოკინგი ამტკიცებდა, რომ სამყაროს წარმოშობაში რაიმე გლობალურ საიდუმლოს არ უნდა ვეძიოთ. მას თავისუფლად შეეძლო საკუთარი თავი "არაფრისგან" დაებადა. დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, თავიდან ის არსებობდა როგორც მოლეკულური, მაგრამ ძალიან ცხელი, მკვრივი, უმძიმესი და მუდმივად გრავიტაციული წერტილი. 14 მილიარდი წლის წინ ის აფეთქდა და წარმოშვა ჩვენი სამყაროს სივრცე.

აღსანიშნავია, რომ ჰოკინგი თავის აღმოჩენებს ისე აკეთებდა, რომ მოძრაობა და საუბარიც კი არ შეეძლო
სტივენ ჰოკინგი ამფიტროფიული სკლეროზით იყო დაავადებული. ეს დაავადება მას მხოლოდ 18 წლის ასაკში აღმოაჩნდა. ექიმებმა მას მხოლოდ 2,5 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მაგრამ მან კიდევ 58 წელი იცოცხლა.

ილუზია - ცოდნის მტერია
ჰოკინგის თქმით, ცოდნის მთავარი მტერი არა უცოდინარობა, არამედ ილუზიაა. ჩვენ გვეჩვენება, რომ ვიცით ყველაფერი, სინამდვილეში კი გარშემო მყოფი სამყარო მუდმივად ახალ სურპრიზს გვიგზავნის. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სამეცნიერო ფანტასტიკასაც კი არ შეეძლო წარმოედგინა შავი ხვრელების არსებობა სამყაროში, დღეს კი ის ოფიციალურადაა არიარებული მეცნიერთა მიერ.

სამოთხისეული ადგილი ნამდვილად არ არისდედამიწაზე
კითხვაზე, თუ სად უნდოდა წასვლა, ჰოკინგმა უპასუხა, რომ ასეთი ადგილი დედამიწაზე არ მოიძებნება. მისი თქმით, რამდენიმე მილიარდი დოლარი რომ ჰქონოდა, კოსმოსურ ხომალდს იქირავებდა და გაფრინდებოდა. კოსმოსში ყოფნა მან ვერ მოასწრო, თუმცა უწონობაში იმყოფებოდა. ეს მომსახურება მას კომპანია Zero Gravity-მ გაუწია.

ფატალიზმი ტყუილია
ჰოკინგს არ სჯეროდა, რომ ჩვენს ბედს ჩვენ არ განვსაზღვრავთ და ის წინასწარ არაა შედგენილი. ის ხუმრობით აღნიშნავდა, რომ ისიც კი, ვისაც ამის სჯერა, ახლაც მიმოიხედავს, როცაგზაზე გადასვლას დააპირებს.

ახლობლების რეაქცია მის სიკვდილზე
სტივენ ჰოკინგს სამი ზრდასრული შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი პროგრამული უზრუნველყოფითაა დაინტერესებული, უმცროსმა ვაჟმა და ქალიშვილმა სარგებელი ენების შესწავლაში ნახეს. 14 მარტს, დილით ისინი დაუკავშირდნენ პრესას და გადასცეს, რომ საშინლად სტანჯავთ მამის სიკვდილი. "ის იყო დიადი მეცნიერი და გამოჩენილი ადამიანი, ვისი შრომა და მემკვიდრეობაც მრავალი წლის განმავლობაში დარჩება დედამიწაზე. მისი სიმამაცე, დაჟინებულობა და ცოტაოდენი იუმორი ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შთააგონებდა", - ყვებიან მისი შვილები. მათ მამის ციტატაც კი გამოიყენეს:

"სამყაროს არ ექნებოდა იმდენად დიდი მნიშვნელობა, აქ რომ თქვენი საყვარელი ადამიანებიც არ ცხოვრობდნენ".


წყარო: adme.ru