onlain sesxebi - ყველა

ხალხი, რომელიც შემთხვევითი აღმოჩენით გამდიდრდა

ხალხი, რომელიც შემთხვევითი აღმოჩენით გამდიდრდა

1992 წელს ერიკ ლაუსს, ბრიტანელ განძისმაძიებელს, ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერი დაუკავშირდა. მან აუხსნა, რომ სადღაც მინდორში ჩაქუჩი დაკარგა. ლაუსს კი მეტალის აღმომჩენი აპარატი ჰქონდა. ეს მაშინ იშვიათობა იყო. მალე ჩაქუჩის შესახებ ყველაფერი დაავიწყდათ, რადგან რაღაც ბევრად უფრო ძვირფასი აღმოაჩინეს - რომის იმპერიის დროინდელი განძი. მიწაში 565 ოქროს, 14 000-ზე მეტი ვერცხლის მონეტა და უამრავი საიუველირო ნაკეთობა იდო. ბრიტანული კანონით ყველაფერი სახელმწიფოს დარჩა, მპოვნელი კი ექვივალენტური 1 750 000 ფუნტი სტერლინგით დაჯილდოვდა.

ამერიკელ მაიკლ სპარკსს ძალიან უყვარდა ძველი ნივთები და ნეშვილის მეორად მაღაზიებში ხშირად დაეხეტებოდა. ერთხელაც მან ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის შეყვითლებული ასლი შეიძინა. სახლში მან კარგად დაათვალიერა ეს შენაძენი და დაეჭვდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს 1820 წელს გამოცემული 200 ასლიდან ერთ-ერთი იყო და ზედ ჯონ ქუინსი-ადამსის ხელმოწერაც კი ჰქონდა. დოკუმენტი აუქციონზე 447 650 დოლარად გაიყიდა.

კიდევ უფრო გაუმართლა ტონი მარონს, ასევე აშშ-ს მოქალაქეს. მან სულ რაღაც 5 დოლარად ძველი ძველი ნივთებით სავსე ყუთი შეიძინა. იქ აღმოჩნდა ისეთი ნავთობმწარმოებელი კომპანიის აქციები, რომელიც მოგვიანებით Coca-Cola-სთან გაერთიანდა. აღმოჩნდა რომ ამ ყველაფრის გადაცვლა შეიძლებოდა. ტონი ფიზიკურ პირებს შორის კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

72 წლის პენსიონერმა კალიფორნიიდან ბერნის კალეგომ სახლის დალაგება გადაწყვიტა. უამრავ ნაგავთან ერთად მოხუცმა აღმოაჩინა ძველი ფოტო, რომელზეც ბეისბოლის გუნდი იყო გამოსახული. ცნობილია, რომ ეს სპორტი ძალიან უყვართ ამერიკაში და ქალმაც ცოტა ოდენი ფულის შოვნა გადაწყვიტა. თუმცა აუქციონის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის 75 000 დოლარად გაიყიდა. ფოტო 1869 წელს გადაიღეს.

აი რადივოე ლაიჩი ბოსნიიდან გვარწმუნებს, რომ ფული პირდაპირი მნიშვნელობით ციდან ცვივა. 2007 წლიდან მოყოლებული მის სახლს მეტეორიტები უტევენ. ასეთი რამ 6-ჯერ მოხდა. ერთ-ერთი ასეთი "საჩუქარი" მან ჰოლანდიის უნივერსიტეტს მიჰყიდა.


წყარო: i-fakt.ru