onlain sesxebi - ყველა

11 ბიზნესი, რომელიც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ

11 ბიზნესი, რომელიც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ

1. ინტერიერის დიზაინი
მიიღეთ შთაგონება თქვენი შვილებისგან. სცადეთ ფერების ახლებური გადაწყვეტა, განსაკუთრებული ავეჯი და მატერიალები.

2. საღამოს დაგეგმვა
ვინ ერკვევა უკეთ ზეიმებში, ვიდრე ბავშვები და მოზარდები? მათ შეუძლიათ გართობა და კარგად იციან, რა არის დღეს მოდაში - მუსიკიდან დაწყებული, საკვებითა და სასმელით დამთავრებული.

3. რეპეტიტორობა
თუ ბავშვმა ზედმეტად ბევრი ისწავლა და თანატოლებს გაასწრო, მას შეუძლია რაიმე ასწავლოს სხვა, ბავშვებს. პირველ რიგში, მან იცის სასკოლო პროგრამა და მასწავლებელთა მოთხოვნები. მეორე, მას შეუძლია ისე ადვილად ახსნას გაკვეთილი, როგორც ეს თავად ესმის. და მესამე, მისი გაკვეთილები ზრდასრული რეპეტიტორების გაკვეთილებზე იაფი იქნება.

4. სმმ-კონსულტანტი
ბავშვები და მოზარდები სოციალურ ქსელთან ერთად იზრდებიან. ისინი იქცევიან YouTube და Instagram ვარსკვლავებად და მილიონობით გამომწერი უჩნდებათ. მათ იციან, როგორ განვითარდნენ. აიყვანეთ თქვენი შვილი გუნდში და განავითარეთ თქვენი სოც. ქსელი.

5. ლანდშაფტური დიზაინი
თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ ან გაქვთ აგარაკი, მეზობლებს ლანდშაფტური დიზაინერი შესთავაზეთ. გამოზარდეთ დეკორატიული მცენარეები, მოუარეთ ბაღის კულტურებს, დადგით შდრევნები და დეკორატიული ჭები.

6. ძიძა ან ძაღლების გამსეირნებელი
მოზარდებს თავისუფლად შეუძლიათ ინტერნეტში შემოსავლის მცირე წყარო იპოვონ. თუ აპირებთ შინაური ცხოველის შეძენას, შესთავაზეთ ბავშვს ჯერ სხვისი ცხოველების მოვლა. ასე გამოცდილებსაც შეიძენს და ჯიბის ფულსაც იშოვის.

ძიძობა კი ადამიანს უფრო პასუხისმგებლიანს გახდის.

7. კულინარია
არსებობს მრავალი ისტორია, რომელშიც კულინარიული ჰობი ნამდვილ ბიზნესად გადაიქცა. მაგალითად, ერთ-ერთმა ადამიანმა შექმნა კომპანია, რომელიც იოგურტებს ამზადებდა. ჯერ ის სახლში ამზადებდა, რადგან მის შვილს ალერგია ჰქონდა ქიმიურ დანამატებზე.

8. Second hand
ალბათ ყველას გვიყრია სახლში უსარგებლო ნივთები. მოიარეთ ყოველი კარადა, უჯრა, ჰკითხეთ მეგობრებსა და მეზობლებს,ესტუმრეთ ბებიებსა და ბაბუებს. ძველი და გატეხილი ნივთები შეიძლება შეკეთდეს, კარგი სახე მიიღოს, შესაძლოა ახალი, ორიგინალური რამ შეიქმნას. მზა საქონელი შეგიძლიათ ინტერნეტში ან საკუთარ მეორად მაღაზიაში გაყიდოთ.

წყარო: sravni.ru
Регистрация