mome.ge

ვერ ვავსებ განაცხადს! - 3 მთავარი პრობლემა

ვერ ვავსებ განაცხადს! - 3 მთავარი პრობლემა

ონლაინ სესხებმა ფულის სესხების პროცესი მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული დ ა მარტივი გახადეს. სულ რამდენიმე წუთი და ფული უკვე თქვენს ანგარიშზეა. სესხების მთლიანი პროცესი რამდენიმე მარტივი კლიკით შემოიფარგლება, თუმცა მაინც არსებობს შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ვერ ახერხებს სესხების პროცესის გავლას. გამოვყოფთ რამდენიმე ყველაზე ხშირად შექმნილ პრობლემას:

1) არ მაქვს მეილი. ელექტრონული ფოსტის ქონა აუცილებელი პირობაა თითქმის ნებისმიერი online sesxebi-თ სარგებლობისას. მასზე შესაძლოა მოგივიდეთ ანგარიშის გასააქტიურებელი ლინკი, კოდი და ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თვენი სესხის შესახებ. თუ მეილი ჯერ კიდევ არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ძალიან მარტივად შექმნათ ანგარიში შემდეგი მეილ სერვისების დახმარებით: gmail.com, mail.ru, yahoo.com, mail.top.ge და სხვა...
2) რა არის საბუთის ნომერი? განვიხილოთ შემთხევა, როდესაც ვრეგისტრირდებით ID ბარათის მეშვეობით. საბუთის ნომერი გამოსახულია თქვენი სურათის ქვეშ. როდესაც რეგისტრაციას გავდივართ პასპორტის მეშვეობით, მაშინ საბუთის ნომერი გამოსახულია მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში.
3) ვერ ვახერხებ 1 თეთრის გადარიცხვას. საიდენტიფიკაციო თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ორი მეთოდით. პირველი, თქვენით რიცხავთ ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. მეორე, მიდიხართ თქვენს ბანკში და რიცხავთ ოპერატორის დახმარებით. ეს პროცესი თქვენით რომ შეასრულოთ აუცილებლად უნდა გქონდეთ გააქტიურებული ინტერნეტ ბანკინგის სერვისი. გადარიცხვისთვის რამდენიმე აუცილებელი ველი უნდა შეავსოთ, როგორებიცაა მიმღები კომპანიის ანგარიშის ნომერი და გადარიცხვის დანიშნულება. უმჯობესია, გადარიცხვა ხდებოდეს ერთი და იმავე ბანკის ანგარიშებზე, რადგან პროცესი მომენტალური იყოს.
ესაა ძირითადი პრობლემები, რომლებიც ექმნებათ მომხამრებლებს სესხების პროცესში. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, სადაც შესაძლოა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი საერთოდ არ დაგვჭირდეს, თუმცა 90% შემთხვევებში სამივე აუცილებელი იქნება.

აქ ჩამოთვლილია ტექნიკური დეტალები, თუმცა კიდევ მრავალი ფაქტორია, რომელიც მსესხებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სესხების პროცესში. აუცილებელია სწორი და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რაშიც ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ. შეარჩიეთ online sesxebi mome.ge-ზე. ჩვენთან ხომ თავმოყრილია საქართველოში არსებული თითქმის ყველა ონლაინ სესხი. კითხვების შემთხვევაში კი ჩვენი ოპერატორები სიამოვნებით დაგეხმარებიან ონლაინ დახმარების, მეილისა თუ ტელეფონის საშუალებით.
ჩვენთან ერთად თქვენ აუცილებლად შეარჩევთ სწორ ონლაინ სესხს და ბოლომდე გაივლით რეგისტრაციის პროცესს თანხის საბოლოო ჩარიცხვამდე.


Регистрация