onlain sesxebi - ყველა

9 რამ ფულზე, რაც ბავშვის წინ არ უნდა თქვათ

9 რამ ფულზე, რაც ბავშვის წინ არ უნდა თქვათ


1. "ბავშვობას ნუ ართმევთ!"
არსებობს აზრი, რომ ბავშვები სრულწლოვნებამდე არ უნდა გავაკაროთ ისეთ თემას, როგორიცაა ფული. ამასთანავე მშობლებს გაჰყავთ დრო, რომელიც ბავშვს გამოცდილებისა და ცოდნის მიღებისთვის სჭირდება. ასე ის ფინანსების რაციონალურად განკარგვას ისწავლის და სერიოზული პრობლემების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.

2. "ფული ყველაფერს წყვეტს!"
როცა მშობლები ბავშვს მხოლოდ ფულზე ამახვილებინებენ ყურადღებას, ეს ხდება ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ცხოვრებაში და აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისთვის. ბავშვს უყალიბდება უტილიტარული, არარაციონალური, დემონსტრაციული დამოკიდებულება ფულთან. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ფული შეიძლება გახდეს ის, რაშიც ბავშვი განვითარების გზას დაინახავს.

3. "თავს ამის უფლებას ვერ მივცემთ!"
გადარჩენისა და ეკონომიის დაუმთავრებელი რეჟიმი, ფინანსური სტაბილურობის შიში, მომავლის ფობია - ეს ყველაფერი ბავშვისთვის იმის სიგნალია, რომ მსოფლიო წარმოუდგენლად საშიშია, იმდენად საშიში, რომ ვერავინ უძლებს არსებულ სიტუაციას. გადარჩენას ვერ შეუთავსებ თვითრეალიზაციას.

4. "მადლობელი იყავი!"
"ჩვენ ყველაფერს შენთვის ვაკეთებთ, მთლიანად უზრუნველგყოფთ, შენ კი მადლობასაც არ გვიხდი!" "სამ სამსახურში ვმუშაობ, რათა ფეხზე დაგაყენო".
ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ გახდის ოჯახის გარემოებას უფრო თბილს. ასეთი ოჯახებიდან ბავშვები ზედმეტად ადრე მიდიან და აბსოლუტურად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ან პირიქით - მთელი ცხოვრება მშობლის ხარჯზე ცხოვრობენ.

ონლაინ სესხებით სარგებლობისას სისწრაფეს, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ყველა საბანკო ანგარიშზე ან ყველა მეთოდით ფულის მიღება ერთნაირი სისწრაფით როდი ხდება. თუ თანხა ისეთი ბანკის ანგარიშზე ირიცხება, რომელთანაც თქვენს მიერ შერჩეული ონლაინ სესხი არ თანამშრომლობს, თანხის დარიცხვას შესაძლოა 24 საათი დასჭირდეს. ასევე გასათვალისწინებელია შაბათ-კვირას დარიცხვის სპეციფიკა. იგივე ხდება, როდესაც საქმე გვაქვს ონლაინ სესხის დაფარვასთან. თუ სესხის დაფარვის სიწრაფე თქვენთვის მნიშვნელოვანია, გირჩევთ წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია, თქვენს მიერ შერჩეული მეთოდით რა დროში დაიფარება ვალდებულება. როგორც წესი, სწრაფი გადახდის აპარატებიდან მომენტალურად ხდება ასახვა, თუმცა გასათვალსიწინებელია აპარატის საკომისიოც. გირჩევთ, ყოველთვის გქონდეთ ინფორმაცია ონლაინ სესხებით სარგებლობისას რა გზით იქნება უკეთესი და სწრაფი სესხის მიღება ან დაფარვა. თუ მსგავსს ინფორმაციას ვერ ნახავთ კრედიტორის საიტზე, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ კონსულტანტებს, თუმცა, შესაძლოა, არასამუშაო დრო იყოს და დაკავშირება ვერ შეძლოთ, ამიტომ მსგავსი ინფორმაციისს წინასწარ ფლობა აუცილებელია. კომპანიების სამუშო გრაფიკის და ასევე თანხის მიღების საშუალებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ mome.ge-ზე. იხილეთ ონლაინ სესხები ყველა ჩვენს ვებ-გვერდზე. გააკეთეთ სწორი არჩევანი ონლაინ სესხის შერჩევისას. დაიხმარეთ mome.ge და თქვენ აუცილებლად გააკეთებთ სწორ არჩევანს.


5. "ჩემს შვილს ყველაფერი საუკეთესო ექნება!"
განუსაზღვრელობას მივყავართ გათამამებამდე, ფინანსურ შეუკავებლობადე, სურვილისა და საჭიროების უკონტროლობამდე. დამღუპველია, თუ მშობლები ბავშვის მაგივრად წყვეტენ, რა არის მისთვის კარგი, და არ აძლევენ არჩევანის საშუალებას. ასე ადამიანი კარგავს საკუთარ ცხოვრებას და არასრულფასოვანი ხდება. დამოუკიდებლობა თითქმის მთლიანად ქრება.

6. "ფული ციდან არ ცვივა, მას ოფლით და სისხლით შოულობენ!"
სტაბილურად ნეგატიური დამოკიდებულება თქვენი შრომის მიმართ ბავშვს აპროგრამირებს ისე, რომ მას ყოველი სამუშაო მძიმე და საზიზღარი ჰგონია. ამ შემთხვევაში ბავშს უნდა ასწავლოთ, როგორ გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და თვითრეალიზაციას მიჰყოს ხელი.

7. "თუ კარგად მოიქცევი, სათამაშოსაც გიყიდი!"
ფული - მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ნიშნების, საშინაო დავალების, უსიამოვნო დავალაებების შესრულება ჩვეულებრივი საქმე ხდება, როცა მშობელს სწრაფად სურს პრობლემის გადაწყვეტა. ბავშვები იღებენ თამაშის წესებს და თავადვე იქცევიან შემდგომში ასე.

8. "ხომ გითხარი, ფული არ მაქვს! მორჩა!"
ბავშვს ხანდახან უარიც უნდა უთხრათ რაიმეს შეძენაზე, აღზრდის მიზნით. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება მიზეზის ახსნის გარეშე - ეს ნეგატიურად აისახება ბავშვზე. მან შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად აღიქვას: მე არ ვუყვარვარ, ჩემი არ ესმით, ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა, მე უღირსი ვარ და ა.შ.

9. "სიმდიდრე - წყალია: როგორც მოვიდა, ისევე წავა"
ვცხოვრობთ ერთი დღით ან გვაქვს სტრატეგია, რომლითაც ცხოვრების გნამავლობაში უნდა ვიმოქმედოთ? მთავარი პრინციპი არის რეზერვი, უსაფრთხოების ბალიში, რომელიც აუცილებლად აგარიდებთ დიდ უბედურებას და თქვენს ფინანსურ უზრუნველყოფას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიცავს. ასწავლეთ შვილებს ბიუჯეტის დაგეგმვა - ეს მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

წყარო: sravni.ru