mome.ge

ყველაზე განსაკუთრებული რესტორნები

2015 წელს ტოკიოს მაცხოვრებელმა სეკაი კობაიასიმ გახსნა თავისი რესტორანი. რესტორანში სადილობა შეუძლია ნებისმიერს, მიუხედავად იმისა, გადაიხდის ტუ არა ის ფულს. უბრალოდ საჭიროა სამზარეულოში 50-წუთიანი ცვლის გამომუშავება, სანაცვლოდ კი დამსახურებული პორციის მიღება. გასაკვირი არაა, რომ რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიირთვან სადილი და ფულიც დაზოგონ.

დაწესებულება Big Texan Steak Ranch Amarillo მდებარეობს აშშ-ში მდებარეობს. აქ შეგიძლიატ უფასოდ მიირთვატ ორკილოგრამიანი სტეიკი. თუმცა, არსებობს ერთი აუცილებელი პირობა - ეს 1 საათის განმავლობაში უნდა მოახერხოთ, თორემ გადახდა მოგიწევთ.

ამსტერდამულ რესტორან «Eenmaal-ში» ყოველი მაგიდა ერთ სტუმარზეა გათვლილი. სწორედ ასეთ აუდიტორიაზე მუშაობს რესტორანიც - ადამიანებზე, რომლებსაც მარტო ჭამა ურჩევნიათ.

ფინურ კომუნა კემიში, რომელიც ლაპლანდიაში მდებარეობს, მუშაობს რესტორანი, დამზადებული მთლიანად ყინულისა და თოვლისაგან. ტემპერატურა ამ დაწესებულებაში -5 გრადუსია. აქ მოსულებს შეუძლიატ დააგემოვნონ ცხენირემის, ირემისა და მოცვისგან დამზადებული ტრადიციული ფინური კერძები. რესტორანი მხოლოდ ზამთარში ფუნქციონირებს, ამიტომაც ყოველწლიურად ის თავიდან შენდება.

გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი რესტორანი, რომელიც დუბაიში, ბურჯ ხალიფას 122-ე სართულზე მდებარეობს. სიმაღლე მიწიდან - 422 მეტრი. ის მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე რესტორნად ითვლება.

აღმოსავლური ორთაბრძოლების გულშმატკივართ შეუძლიათ ნიუ-იორკში რესტორან "ნინძას" ესტუმრონ. აქაური გარემო ძალიან მოგვაგონებს შუა საუკუნეების დროინდელ იაპონურ სოფელს. ხოლო მაგიდამდე სტუმრები მიწისქვეშა ლაბირინთით მიდიან. ოფიციანტები მათ ნინძას კოსტუმებში გამოწყობილნი ემსახურებიან.

ყველაზე განსაკუთრებული რესტორნები


რესტორანი «Kuappi Iisalmi» ფინურ ქალაქ იისალმიში ითვლება მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის რესტორნად. მასში სულ რაღაც ერთი მაგიდა და ორი სკამი დგას. ამიტომაც, ადგილი «Kuappi Iisalmi» წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. მისი ფართობი 8 კვ. მეტრს შეადგენს და აქედან მხოლოდ 3,6 მოიცავს სასადილო "დარბაზს". განთავსებულია ეს არაჩვეულებრივი დაწესებულება რკინიგზის მიტოვებულ კაბინაში. თუმცა არის ერთი უპირატესობა - პერსონალის მთელი ყურადღება მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.

ჩინურ რესტორან «Rising Sun-ში» კლიენტებს უფლება აქვთ უყვირონ ოფიციანტებს, ესროლონ მათ ჭიქა ან თეფში, ან უბრალოდ დაარტყან. თუმცა ამ ყველაფრისთვის ცალკე უნდა გადაიხადოთ. საფასური 8-50 დოლარს შეადგენს.

ყოველი ქალი ოცნებობს, რომ თავი პრინცესად იგრძნოს. ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს რესტორანი "პრინცესას გული" ტოკიოში. სტუმრები სხედან ტახტებზე, თავზე გვირგვინით, ოფიციანტები კი მსახურთა ფორმებში არიან გამოწყობილნი. გასაკვირი არაა, რომ აქ თავისუფალი ადგილი თითქმის არასდროსაა.

რესტორან «Hajim-ში», რომელიც ბანგკოკში მდებარეობს, არ არიან ოფიციანტები, მათ წარმატებულად ანაცვლებენ დარბაზში ლანგრებით მოსიარულე რობოტები. მათ არამხოლოდ შეკვეტის მოტანა, არამედ თქვენი სურვილისამებრ სიმღერა და ცეკვაც კი შეუძლიათ.

ნიუ-იორკულ რესტორან «Eat-ში». პარასკევობითა და შაბათობით სრული სიჩუმის რეჟიმი მოქმედებს. ამ დღეებში სტუმრებს მკაცრად ეკრძალებათ ხმის ამოღება. დამრღვევს რესტორნის წინ, პატარა სკამზე აგზავნიან, სწორედ იქ უწევს მას დარჩენილი საკვების მირთმევა.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация