onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები საჰარას უდაბნოზე

სახელწოდება საჰარა ჯერ კიდევ ჩვ. წ. I საუკუნეში გვხვდება. საინტერესოა, რომ არაბულიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც "უდაბნო". საჰარას ტერიტორია შეგვიძლია სევადაროთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ. თუმცა აქ მხოლოდ 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეს კი ორ კვადრატულ კილომეტრზე 1 ადამიანს უდრის. ხალხი აქ ცხოვრობს წყაროებთან, სადაც მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით არიან დაკავებულნი. ჩადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს ამ უდაბნოს ყველაზე მაღალი წერტილი - მთა ემი-კუსი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ მთის წვეროზე, რომელიც 3415 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დევს თოვლი. ხანდახან ისე ხდება, რომ თოვლი უდაბნოს მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. მაგალითად, 2018 წლის იანვარში თოვლი ალჟირის აღმოსავლეთში მოვიდა და 40 სმ სისქის საფარი შექმნა. თუმცა რამენიმე საათში თოვლისგან წვეთიც არ დარჩენილა. ადამიანთა უმეტესობისათვის, რომელიც არასოდეს ყოფილა მსგავს ადგილას, უდაბნო უსიცოცხლო ტერიტორიაა. მაგრამ საჰარაში ცხოველთა 4000-მდე ჯიში ბინადრობს და ძალიანაც კარგად ეგუება მის რთულ პირობებს. მაგალითად, ეთიოპიური ზღარბი, რომელიც საკვების გარეშე ორ თვეს ძლებს. გარდა ამისა, საჰარა სასარგებლო წიაღისეულითაა მდიდარი. აქ ნავთის უზარმაზარი მარაგია აღმოჩენილი, ასევე მოიპოვება გაზი, რკინა და სპილენძი, ოქრო, ვოლფრამი და ურანიუმი. ოდესღაც თანამედროვე საჰარის ტერიტორია სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო, აქ ცხოვრობდა უამრავი ადამიანი და სხვა სახეობის ცხოველი, გაშენებული იყო სოფლები, ქალაქები. სიცოცხლე დუღდა. მაგრამ დაახლოებით 6 000 წლის წინ კლიმატი მკვეთრად შეიცვალა, მშრალი გახდა. მოსახლეობამ ყველაფერი მიატოვა. უძველესი ქალაქები ქვიშამ დაფარა.

ქალაქ ტეღაზაში (teghazza) შეხვდებით მარილისგან ნაგებ სახლებს. ადგილობრივებს კი არ ეშინიათ, რომ მატი განადგურება წვიმას შეუძლია, რადგან ნალექი აქ თითქმის არასდროსაა. მეცნიერებმა გამოითვალეს, თუ რამდენი ქვიშაა საჰარას უდაბნოში. გამოვიდა რიცხვი, რომლის წარმოდგენაც ოდნავ რთულია: დედამიწის ყოველ მოსახლეზე დაახლოებით 3 მილიონი სათლი მოდის. საჰარაში გაუწყლოვების გამო მცენარეებს 20 მეტრის სიღრმემდე უწევთ ფესვების გადგმა. მხოლოდ ასე შოულობენ წყალს მიწისქვეშა წყლებით.

ყოველ წელს უდაბნოში იმართება შეჯიბრი, სადაც მონაწილეებმა 243 კმ უნდა გადალახონ საჰარას რთულ პირობებში. ასეთი სიძნელის მიუხედავად, ყოველ წელს კონკურსზე ასობით მონაწილე იკრიბება, ხოლო გამარჯვებული 4500 დოლარს იღებს.[/b]

წყარო: i-fakt.ru