onlain sesxebi - ყველა

რატომ ვარ ღარიბი?

შიში და სურვილი
ადამიანი, რომელიც ფლობს მატერიალურ სახსრებს, ამბობს: "მე შემიძლია ეს გავაკეთო". ეს თითქმის იგივეა, რაც: "მე მაქვს უფლება".

ჩვენი ქონებიდან ყოველთვის გამოყოფენ ორ ასპექტს - შიშსა და სურვილს. ამიტომაც ჩვენი შესაძლებლობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვაძლევთ თავს უფლებას, გავაკეთოთ ისეთი რამ, რითაც ჩვენს თავს სამყაროში წარმოვადგენთ.

ჩვეულებრივი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ შეძლებული ხალხი პირდაპირ "თავდაჯერებულობის პერანგით შემოსილი" იბადება. მისი მითიური გონება ასეთ ადამიანებს რაიმე განსაკუთრებულ გამართლებას მიაწერს ხოლმე.

მაგრამ ადამიანი, რომელმაც უკვე გადაწყვიტა კეთილდღეობის პრობლემა, სულ სხვა რამეს გეტყვით. თავდაჯერებულობა მხოლოდ შედეგია რეალური გამოცდილებისა, რომელიც ამბობს, რომ საკუთარი ძალისხმევა ყოველთვის მოგიტანთ შედეგს. ყველას ეშინია, ისე როგორც, პატარა ბავშვს, როდესაც პირველ ნაბიჯს დგამს.

ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები ფულთან, ვერ არიან საკმარისად თავდაჯერებულები, იმისთვის რომ არჩევანი გააკეთონ, არჩევანი, რომელიც თავის გამოხატვაში დაეხმარებათ.

შიში ყოველთვის ყველა საქმეს გადაფარავს, მაგრამ ბევრი ადამიანი დღემდე მის ტყვეობაში რჩება. ისინი ელიან გარკვეულ დროს, შემდეგ კი უძლურები კომფორტის ზონაში გადაინაცვლებენ და უქნარობას ეწევიან.

როგორ მივიღოთ შემოსავლით ცხოვრების უფლება?
შიში - ღრმა სოციალური მოვლენა. უმნიშვნელოვანესი მოტივი, რომელიც ადამიანს ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევს, არის მასებიდან გამოსვლისა და საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილი. მაგრამ სხვებისგან გამორჩევა ნიშნავს ყურადღების მიქცევასაც, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება გაგლანძღონ, გაქონ, მაგრამ მაინც უნდა შეძლო ფეხზე დგომა. ამ მომენტში მოდის შიშიც,

ადამიანები შეცდომით პოტენციალს ცოდნასთან აკავშირებენ. ეს მათ ფსიქოლოგიურ თავდაცვაზე დაფუძნებული ტყუილია. ამ მიზეზით მივიღეთ განათლებულ და მცოდნე ადამიანთა მთელი ზღვა, ხოლო შეძლებულები კი ძალიან ცოტანი არიან.

უმეტესობა იმალება განათლებისა და ცოდნის უკან და იმედოვნებს, რომ რეალურ შედეგს მიაღწევს. თუმცა, სანამ უმეტესობა სწავლის პროცესშია, ბიზნესმენები მილიარდებს ატრიალებენ, თანაც უმაღლესი სასწავლებელიც არ აქვთ დამთავრებული.

მხოლოდ სურვილი, ნება, მოწინააღმდეგე შიშისა, გვაძლევს უფლებას, გვქონდეს შემოსავალი. ის გამოიხატება ნაბიჯის გადადგმის სურვილში.

რჩევები:
ფოკუსირდით ძალისხმევაზე, და არა შიშზე.

უსმინეთ თქვენს პირად სურვილებს და არ გადადოთ ისინი.

შეწყვიტეთ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებას და დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლეთ.

წყარო: sravni.ru