onlain sesxebi - ყველა

6 ფაქტი ბანკზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

1. ბანკი მოსახლეობის მიერ ჩადებული ფულის მიღების უფლებას მაშინვე არ იღებს
ფიზიკურ პირს ბანკი ფულის ჩადებას მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის მიღების შემდეგ სთავაზობს. ამის უფლება მას რეგისტრაციიდან 2 წელიწადში ეძლევა.

2. ცენტრალური ბანკი - ეს არაა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო
ცენტრალური ბანკი წარმოადგენს იურიდიულ პირს. მაგრამ მისი დაკანონებული კაპიტალი და ქონება ფედერალური საკუთრებაა.

3. შემოსავლების არსებითი ნაწილი კომისიებს მოაქვთ
პროცენტი კრედიტზე - ეს არაა შემოსავლის ერთადერთი წყარო ბანკისთვის, კიდევ არსებობს საკომისიო მომსახურება: დაზღვევის გაყიდვა, საკრედიტო ისტორიების ბიუროში შემავალი მოთხოვნები, გადარიცხვის გადასახადი, ოპერაციები ბარათზე და ა.შ.

სწრაფი სესხით სარგებლობისას ხდება ისეც რომ დათქმულ დროს ვერ ვახერხებთ მიმდინარე ვალდებულების დაფარვას. ვადაგადაცილებაც არ გვსურს, რადგან ვუფრთხილდებით ჩვენს საკრედიტო ისტორიას. ასეთ დროს არსებობს კარგი გამოსავალი - სესხის გადავადება, გახანგრძლივება. მცირე საფასურის სანაცვლოდ თქვენ საშუალება გაქვთ გადაავადოთ სესხი 7, 14 ან 30 დღით (გვხვდება შემთხვევები, როდესაც 2 თვემდეც არის შესაძლებელი გადავადება). სანამ აირჩევთ, თუ რომელი სესხით ისარგებლებთ, გირჩევთ, წინასწარ გქონდეს ინფორმაცია, აქვს თუ არა თქვენს მიერ შერჩეულ კომპანიას გადავადების ფუნქცია და თუ აქვს, რა ტარიფები აქვს, რადგაც, ზოგჯერ გადავადების საფასური შედარებით ძვირი შეიძლება იყოს. ასევე მაიქციეთ ყურადღება, შესაძლოა გადავადებების რაოდენობა შეზღუდული იყოს.


4. ბანკს შეუძლია დაბლოკოს თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა
პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება სასამართლოს საბუთით უნდა იყოს გამყარებული. სხვა სიტყვებით, ეს ეხებათ მოვალეებს. მაგრამ ბანკს თანხის დაბლოკვა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ თქვენ მიერ განხორციელებულ ოპერაციას საეჭვოდ ჩათვლის. ამ შემხთხვევაში საჭირო საბუთების წარმოდგენა მოგიწევთ მისი კანონიერების დასამტკიცებლად.

5. რათა ბანკის ხელმძღვანელი გახდეთ, საჭიროა ცენტრალური ბანკის თანხმობა
ყოველ ასეთ პირს რეგულატორი ამოწმებს, აფასებს მის საქმიანობას, რეპუტაციას და კვალიფიკაციას. მხოლოდ ამის შემდეგ ინისნება ის ბანკის ხელმძღვანელად. არსებობს შავი სიაც კი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს საერთოდ ეკრძალება ამ თანამდებობის დაკავება.

6. ბანკები თავიანთი სესხების საპროცენტო განაკვეთში დებენ თანხის არდაბრუნების რისკსაც
ესე იგი, ყოველი მსესხებელი სხვა არაკეთილსინდისიერი კლიენტის ვალებს იხდის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბანკი ასეთ რამეს არავის პატიობს და მაინც იღებს საკუთარ თანხას. გამოდის, ის ორმაგად მდიდრდება.

წყარო: sravni.ru