onlain sesxebi - ყველა

10 ფსიქოლოგიური მითი

10 ფსიქოლოგიური მითი 1. სავსე მთვარე იწვევს მიდრეკილებას დანაშაულის ჩადენისკენ, ასევე ფსიქოლოგიურ პროვოკაციებს
მთვარე ლათინურად ითარგმნება, როგორც Luna. ხოლო ინგლისურ ენაში არის სიტყვა lunatic, რაც ქართულად ნიშნავს "შეშლილს". თუმცა ამ ორ სიტყვას შორის არანაირი მეცნიერული კავშირი არ არსებობს. ასეთი დაბნეულობის გამავრცელებლები ყველაზე ხშირად ფილმები და წიგნები არიან.

2. არ შეიძლება ბავშვს უცხოს თანდასწრებით გაუბრაზდე
ეს შეცდომაა. ცოტა ხანში ბავშვი მიხვდება, რაშია საქმე, და ამას ბოროტად გამოიყენებს. როცა ბავშვები არასამაგალითოდ იქცევიან, აუცილებლად უნდა მიეცეთ შენიშვნა გასაგებ ენაზე, მიუხედავად ადგილმდებარეობისა.

3. იმის მაგივრად, რომ ბრაზი შეიკავოთ, საჭიროა ის რაიმე საგანზე მიმართოთ
ეს გზა ეფექტურად ითვლება მაშინ, როცა მას შეუძლია პირდაპირ გადაწყვიტოს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ გააუარესებს ადამიანის მდგომარეობას.

4. საწინააღმდეგო სქესის ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ
კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი უმრავლესობა ამჯობინეფს ყოფნას მასთან, ვისთანაც ბევრი საერთო აქვს. ამიტომაც უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა ეწყობა იმის მიხედვით, თუ რა საერთო აქვთ ადამიანებს.

5. ბავშვური ცნობისმოყვარეობა უნდა დაკმაყოფილდეს
გარკვეულ ასაკში ბავშვებს ყველაფრისადმი ინტერესი უჩნდებათ. ყოველი მოვლენის ახსნისას უნდა გამოიყენოთ ბავშვური წარმოსახვა და ყველაფერი გასაგებ ენაზე აუხსნათ ბავშვს.

6. მოცარტის მუსიკა ინტელექტს ამაღლებს
ოდესღაც ჩატარებულ ტესტში გაირკვა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მოცარტს ან ბახს უსმენენ, საუკეთესო შედეგი აჩვენეს. თუმცა მუსიკა აქ არაფერ შუაშია. სტიმულის არსებობა უკვე ზრდის წარმატების ალბათობას.

7. თუ მთვარეულს გააღვიძებთმ ეს გამოიწვევს ძლიერ შოკს. შესაძლოა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობაც შეირყეს
ეს მითია. როგორც კი მთარეულები ღრმა ძილში გადაეშვებიან, გაღვიძებულებს, უბრალოდ შეეშინდებათ. ამას არ მივყავართ არანაირ ფსიქიკურ დაავადებამდე ან სხვა საშიშ შედეგამდე.

8. დეპრესიის სამკურნალოდ მხოლოდ ანტიდეპრესანტი გამოდგება
დეპრესიის მკურნალობისას ანტიდეპრესანტების წარმატების შესაძლებლობა 50%-ია, იმავდროულად, როცა პლაცებოსთან ეს მაჩვენებელი 35%-ია.

9. ყოველ შიზოფრენიკს ორმაგი მახსოვრობა აქვს
ეს ცოტათი მცდარი შეხედულებაა. როგორც წესი, ძალიან ძნელია შიზოფრენიკის ხასიათის ჩეულებრივი ცვლა და მისი პიროვნების შეცვლა.

10. საკუთარი თავის უპატივცემულობა - მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემაა
ჩვენ მივეჩვიეთ ფიქრს, რომ საკუთარი თავის უპატივცემულობა ჩვენი სიცოცხლის თითოეულ ასპექტზე უარყოფითად აისახება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ის არც ისე დიდ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და ჩვენს წარმატებაზე. კვლევები ასევე გამორიცხავენ ამ მოვლენის დეპრესიასთან კავშირს.

წყარო: onedio.ru
Регистрация