mome.ge

99 წლის მოცურავე ავსტრალიიდან, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა

თვალი შეავლეთ ამ თავდაჯერებული მოხუცის სურათს. ის 75 წლის ადამიანს ჰგავს. როგორც ბევრი ხანდაზმული ადამიანი, ის ჩადის აუზში, რათა ხელები გაშალოს და ძვლები გაავარჯიშოს. არაფერია ისეთი, არა? მაგრამ სიმართლე ამ ადამიანზე ყველას გაგაოცებთ!

99 წლის მოცურავე ავსტრალიიდან, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა


მისი სახელია ჯორჯ კორონეს, ის ავსტრალიელია, ამ თვეში მას 100 წელი უსრულდება. ცოტა ხნის წინ მან მსოფლიო რეკორდი მოხსნა თავისი წლოვანების კატეგორიის 50-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში.

მისტერ კორონესმა ეს დისტანცია 56,12 წამში დაფარა. წინა რეკორდი 1 წუთსა და 31 წამში დაამყარა ბრიტანელმა ჯონ ჰარისონმა 2014 წელს.

99 წლის ჩემპიონმა აღიარა, რომ შედეგისგან ნამდვილად კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა.

თავის კატეგორიაში 100-104 წლის ადამიანებისთვის ის მარტო მონაწილეობდა. ეს ღონისძიება სპეციალურად იმისთვის მოეწყო, რომ ადამიანს მსოფლიო რეკორდის მოხსნა შეძლებოდა.

მისტერ კორონესი წარმოშობით ბრისბენიდანაა. მან ცურვას ხელი ახალგაზრდობაში მიჰყო, თუმცა საყვარელ სპორტს მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნდა.

თავიდან ცურვა ძალიან უჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში მან ისწავლა ზეწოლის გაძლება. ის აუზს კვირაში სამჯერ სტუმრობდა.

ის ამტკიცებს, რომ გამარჯვების საიდუმლო ცურვის ტექნიკაშია.

"თავიდან ფრთხილად და ბალანსირებულად მიცურავ, მაგრამ ხელის ყოველ მოქნევას მეტ ძალას ატან. ესაა მთელი ტრიუკი."

ახლა კორონესის რეზულტატი საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწმდება.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. ხანდაზმულ მოცურავეს სურს 100 მეტრიან დისტანციაშიც მოხსნას რეკორდი. ის ასევე ჯონ ჰარისონმა დაამყარა 3,23 წუთში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გასაოცარი ბაბუა ღირსი იქნება იმისა, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. ჯორჯ კორონესი - ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუ საკუთარ თავს გადაახტება.

რას ფიქრობ ამ 99 წლის მოცურავეზე? დააფიქსირე შენი აზრი კომენტარებში და სტატია მეგობრებს გაუზიარე.

წყარო: ofigenno.cc
Регистрация