onlain sesxebi - ყველა

აი რისთვის დასაჯეს უბრალო მოსამსახურე, რომელიც ისტორიაში ევროპის უკანასკნელ ჯადოქრად იწოდება

აი რისთვის დასაჯეს უბრალო მოსამსახურე, რომელიც ისტორიაში ევროპის უკანასკნელ ჯადოქრად იწოდება


ჩვენს დროში "კუდიანებზე ნადირობა" შეიძლება ნიშნავდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე თავდასხმას და მათ დისკრედიტაციას აბსურდული მიზეზების გამო. მაგრამ ადრე ეს ტერმინი აღნიშნავდა ნადირობას მათზე, ვისაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს.

ყველაზე დიდ მასშტაბებს ჯადოქრებთან ბრძოლამ XV–XVII საუკუნეებში მიაღწია. განსაკუთრებით საზარელი იყო ის შვეიცარიაში. ადგილობრივები ბრალს სდებდნენ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს, მეზობლებს და თავიანთი ოჯახის წევრებსაც კი. ასე ბევრმა ადამიანმა მოიშორა საკუთარი კონკურენტი.

აღნიშნულ პერიოდში შვეიცარიაში დაახლოებით 5000 სასამართლო სხდომა ჩატარდა ჯადოქრებთან და კუდიანებთან დაკავშირებით. დახლოებით 3500 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. თუ პაწაწინა ქვეყნის მოსახლეობას გავითვალისწინებთ, მაშინ აქ ნადირობის ინტენსიურობა ათჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე საფრანგეთში, და ორჯერ დიდი, ვიდრე გერმანიაში.

განამანათლებლური ეპოქის დადგომასთან ერთად ჯადოქრებზე ნადირობის ტრადიცია ჩამოიშალა. დღეს კი მოგიყვებით ევროპის უკანასკნელ კუდიანზე ანა გელდიზე (Anna Göldi), რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაამართლეს...

ანა დაიბადა 1734 წელს შვეიცარიულ ზენვალდში. მის ბავშვობაზე არაფერი ცნობილი, ვის აინტერესებდა ჩვეულებრივი გოგონა ერთი ღარიბი ოჯახიდან. როგორც მისნაირმა თანატოლებმა მისი წრიდან, ანამაც ადრეულ ასაკში დაიწყო შრომა, რათა თავი გამოეკვება. მუშაობდა შეძლებული შვეიცარიელების სახლებში, მოსამსახურედ.

ახალგაზრდობაში შემთხვევით ჯარისკაცისგან დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვი მეორე დღესვე გარდაიცვალა. XVIII საუკუნისთვის ევროპის გულშიც კი სიტუაცია საკმაოდ ჩვეულებრივად იყო. თანაც გოგონას ფინანსების უქონლობის გამო თავის თავზე ზრუნვა არ შეეძლო.

თუ ფული დაგჭირდათ და თვენი საკრედიტო ისტორია არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება, ამიტომ, ან სხვა მიზეზის გამო, საკრედიტო ორგანიზაციები, როგორებიცაა ბანკები, ონლაინ სესხები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხზე უარს გეუბნებიან და ამავდროულად გყავთ ავტომობილი, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენიოთ avto lombardi-ს სერვისი. ახლა ხომ ონლაინაა შესაძლებელი ავტო სესხზე განაცხადის შევსება. მთლიანი პროცედურა კი განაცხადის ონლაინ შევსებიდან, ავტომობილის შეფასებითა და დამტკიცებული თანხის მიღებით დამთავრებული ერთ დღეში ესწრება. თქვენს პირობებს მორგებული avto lombardi შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე. ასევე შესაძლებლობა გაქვთ შეარჩიოთ ავტო ლიზინგის მომსახურების გამწევი კომპანიები, ანუ მოიპოვოთ დაფინანსება საოცნებო ავტომობილის შესაძენად. შეიძინე ავტომობილი დღეს და გადაიხადე ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში!


მაგრამ ხელისუფლებამ ანა გელდი ბავშვის განზრახ მკვლელობასი დაადანაშაულეს. მას მიუსაჯეს სირცხვილის ბოძი და 6 წელი შინა პატიმრობა, რაც ფაქტობრივ სიკვდილს ნიშნავდა. სასოწარკვეთილმა გოგონამ მეზობელ ქალაქს მიაშურა და იქაც მოსამსახურედ მოეწყო. შედეგად უფროსისგან ვაჟი გაუჩნდა.

დახლოებით 46 წლის ასაკში ანა მოხვდა პატივცემული იაკობ ჩუდის ოჯახში. ის მიმზიდველი ქალი იყო, ამიტომაც სწრაფად მოხვდა მეპატრონის საწოლ ოთახში, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც მოხდა და იაკობმა ანა გარეთ გააგდო.

გაბრაზებული ქალი დაემუქრა იაკობს, რომ ყველას მოუყვებოდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. პატივცემული ექიმისთვის ეს დიდი ლაქა იქნებოდა, ამიტომაც განაცხადა, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ანამ ჯადოქრობით მოწამლა.

ანა გელდიმ ამჯერად სასამართლოსგან გაქცევა ვერ მოახერხა. მას გაჭიმვით წამება მიუსაჯეს. ანამ ყველაფერი აღიარა. რომ საქმე დაიჭირა ეშმაკთან, რომელიც მას დიდი შავი ძაღლის სახით გამოცხადდა და უფროსის ქალიშვილის მკვლელობა დაავალა.

გადარჩენის შესაძლებლობა ქალს არ ჰქონდა. სასამართლოზე მისი ბრალდებები ექიმის მიმართ არაფერს ნიშნავდა. იქ ჯადოქრობისთვის და მოწამლვისთვის სიკვდილით სჯიდნენ. 1782 წლის 13 ივნისს ქალაქ გლარუსში ანას თავი მოჰკვეთეს. ის ჯადოქრად აღიარეს.

გავიდა მრავალი წელი, 2007-ში გლარუსში ანას მუზეუმი გაუხსნეს. 2008-ში კი შვეიცარიის პარლამენტმა 226 წლის წინანდელი შეცდომა აღიარა და უბედური ქალი გაამართლა.

წყარო: ofigenno.cc