onlain sesxebi - ყველა

15 წარმოუდგენელი ფაქტი ფერებზე

1. დალტონიკები სიბნელეში ბევრად უკეთესად ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივად მხედველი ადამიანები.

2. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვერცხლისფერი ავტომობილისთვის ყველაზე კარგისმომცემი ფერია. ასეთი მაქანები უფრო იშვიათად ხვდებიან ავტოკატასტროფებში.

3. ცისფერი ადამიანს ამშვიდებს. ის ანელებს პულსა და სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში, ასევე აგდებს წნევას.

4. წითელი - პირველი ფერი, რომელსაც ახალშობილი ხედავს. მას ორი კვირის დაბადებულებიც კი არჩევენ.

5. ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია მილიონზე მეტი ფერის დანახვა.

6. მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა აერია ყველა ფერი, რაც კი სამყაროში არსებობს. აღმოჩნდა რომ სამყარო კრემისფერია, მას სახელი "Сosmic latte" უწოდეს.

7. სინამდვილეში ხარები ერთნაირად აღიქვამენ წითელსაც და ნებისმიერ სხვა ფერსაც, მათ უბრალოდ ტორიადორისა და მისი დამხმარეების მოქმედებები აღიზიანებს.

8. ცისფერი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი პლანეტაზე. ის მოსახლეობის 40%-ს ყველაზე მეტად მოსწონს.

9. ფერს შეუძლია ადამიანის შეშინება, არსებობს ქრომოფობიაც კი - ესაა ფერების ან ნათლად შეღებილი ნივთების შიში.

10. ვარდისფერი სიმშვიდესთან და მშვიდობასთან ასოცირდება. ფენ-შუის მიხედვით ის აქარწყლებს ნეგატიურ ემოციებს, ასევე აგრესიასა და მრისხანებას.

11. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ წითელი და ყვითელი ფერები მადას აღძრავენ. ტყუილად კი არ აქვთ გამოყენებული ეს ფერები თავიანთ ლოგოებში McDonald’s -ს, KFC-სა და Burger King-ს.

12. სინამდვილეში მზე არა ყვითელი, არამედ თეთრი ფერისაა. მას ყვითელს სხვადასხვა აირები და აქაური დაბინძურება ხდის.

13. ზემოთ ვახსენეთ სტატისტიკა, რომ საშუალოდ ადამიანს მილიონი ფერის გარჩევა შეუძლია. მაგრამ არსებობს გენეტიკური მუტაცია, რომელიც ადამიანს 100 მილიონამდე ფერის გარჩევის საშუალებას აძლევს!

14. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როგორ ფერებსაც უმზერდით ბავშვობაში ტელევიზორში, ისეთი ფერები იქნება თქვენს სიზმრებშიც. მაგალითად, ჩვენი მშობლები სიზმრებს შავ-თეთრად ხედავდნენ, რადგან შავ-თეთრი ტელევიზორები ჰქონდათ.

15. მწვანე ფერი - საუკეთესო ვარიანტი სამუშაო მაგიდისთვის. ის ამშვიდებს და თვალებს დაძაბულობას ხსნის.

წყარო: onedio.ru