onlain sesxebi - ყველა

მილიონერთა 10 შეცდომა, რომელსაც მეორედ აღარ უშვებენ

მილიონერთა 10 შეცდომა, რომელსაც მეორედ აღარ უშვებენ1. თავის შეწუხება იმ ადამიანთა გამო, რომლებიც იმავეთი არ პასუხობენ
როგორც კი წარმატებული ხდებით, მაშინვე ჩნდებიან მოშურნეები. თუ მათ სულ მცირე დროს მაინც დაუთმობთ, შეიძლება ამან მნიშვნელოვან საქმეებს მოგაცდინოთ. მოძულეებთან და მოშურნეებთან კინკლაობის ნაცვლად, დრო თქვენთვის ღირებულ ადამიანებსა და საქმეს დაუთმეთ. ამით საგრძნობლად აიმაღლებთ პროდუქტიულობას.

2. გადაწყვეტილებების ემოციურად მიღება
ემოციები ჯანსაღად აზროვნებაში გიშლიან ხელს. ამას წინდაუხედავობამდე და ფულის დაკარგვამდე მივყავართ. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე წარმატებული ხალხი ერთ ნაბიჯს უკან დგამს, მშვიდდება და მხოლოდ მაშინ აგრძელებს გზას.

3. საკუთარ თავთან უსამართლოდ მოქცევა
მარტივია სხვების დადანაშაულება, როცა თავად არ გამოგვდის რაიმე. წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა ხვდება, რომ საკუთარ ქცევაზე პასუხი თავად უნდა აგოს. ღირსეულად მოეპყარით პირველ რიგში საკუთარ თავს და ეს იქნება დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ.

4. მოტყუება
ხალხი ხშირად იტყუება სტრესულ სიტუაციაში, რათა კონფლიქტს თავი აარიდოს. თუმცა მომავალში ტყუილი ვლინდება. მილიონერებმა ეს იციან.

5. საკუთარი დროის არდაფასება
თითოეული საქმე საჭიროებს დროს, რომელსაც თითოეული ადამიანისთვის კონკრეტული წონა და ღირებულება აქვს. წარმატებულმა ადამიანებმა იციან საკუთარი დროის ფასი და ამიტომაც კარგ გადაწყვეტილებებს იღებენ.

6. წვრილმანებზე ნერვიულობა
მილიონერებს ბევრი საქმე აქვთ, ამიტომაც არ შეუძლიათ საკუთარი დროის ბანალურ საკითხებზე დახარჯვა. ისინი კონცენტრირდებიან გლობალურ ამოცანებზე, რომლებიც მათ ბედნიერებას მიანიჭებთ.

7. შეუსვენებლობა
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოცნებასთან შეჯიბრში ივიწყებენ საკუთარ თავს. საბოლოოდ ისინი "გადაიწვებიან". წარმატებულ ხალხს შეუძლია დასვენება, ვარჯიში და ძალებიც აღდგენაც.

8. მოსაზრების შეუცვლელობა
სიჯიუტე შეიძლება კარგი მახასიათებელი იყოს, თუმცა ყოველთვის არა. არის სიტუაციები, როცა უნდა შეიცვალოთ აზრი, რათა არ დაზიანდეთ.

9. დახმარების ართხოვნა
იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, საჭიროა სხვებთან ერთად მუშაობა. მაგრამ ჭკვიან ადამიანებსაც კი რცხვენიათ ხანდახან დახმარების თხოვნა. უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთ საკითხში კარგად გარკვეული არ ხართ და სხვისი დახმარება გჭირდებათ, ან პირიქით, სხვას სჭირდება თქვენი დახმარება. ასე მეგობრებს გაიჩენთ და წარმატებასაც მიაღწევთ.

10. შიში
ხალხი, რომელიც უაფრთხო გზით მიდის, ალბათ ვერასოდეს დააგროვებს მილიონებს. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რისკი საშუალებას გაძლევს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. მილიონერები მეორედ ყოველთვის ცდილობენ გარისკონ.

წყარო: sravni.ru