onlain sesxebi - ყველა

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

დამეთანხმებით, როდესაც ფული სასწრაფოდ გვჭირდება, ონლაინ სესხები უებარი საშუალებაა. სიმარტივე, მოქნილობა, სისწრაფე - ეს ყველაფერი მათს პოპულარობას განაპირობებს. რამდენიმე კლიკი და თანხა უკვე ჩვენს ანგარიშზეა. მაგრამ, რა ვქნათ, მაშინ, როცა ეს ანგარიში არ გვაქვს ან არ გვაქვს საიდენტიფიკაციო თანხის გადარიცხვის საშუალება, ან უბრალოდ არ გვსურს, რომ აღებული კრედიტი საბანკო ანგარიშზე ჩაგვერიცხოს? ონლაინ სესხების გამცემმა რამდენიმე კომპანიამ იზრუნა ამაზე და გვთავაზობენ თანხის მიღების ალტერნატიულ მეთოდებს. როგორც წესი, ეს მეთოდები შემდეგია:


თანხის მიღება ხელზე.

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

ასეთ დროს განაცხადი ჩვეულ რეჟიმში, ონლაინ, ივსება და დამტკიცების შემთხვევაში, თანხას ვიღებთ კრედიტორის სერვის-ცენტრებში, როგორც წესი, ასეთ კომპანიებს რამდენიმე სერვის-ცენტრი აქვთ მთელი თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, რადგან მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს თანხის მიღების პროცესი.



Unipay

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

ასევე რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში (მაგ. solva, crediton) თანხის ხელზე მიღება შესაძლებელია Unipay-ს სალაროებიდან ან ამავე კომპანიის ელექტრონულ საფულეზე დარიცხვა.



Emoney

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

ელექტრონული საფულეებიდან არ უნდა გამოგვრჩეს Emoney. შესაძლებლობა გვაქვს, თანხა მოვითხოვოთ ამ საფულეზე. ასევე სესხების მოთხოვნა შესაძლებელია თვითონ იმანის ვეგ-გვერდიდანაც.



ID ბარათი

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

რამდენიმე კომპანია დამტკიცებულ თანხას გასცემს ასევე ID ბარათზე, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, როგორც საბანკო ბარათის. შეძლებთ მისი მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანას.



კომპანიის ბარათი

დამტკიცებული თანხის მიღების მეთოდები

ასევე რამდენიმე კომპანია გვთვაზობს მათ ბარათებს, რომლებზეც დაირიცხება დამტკიცებული თანხა და გავანაღდებთ, ჩვეულ რეჟიმში, ბანკომატიდან.

თანხის მიღების ალტერნატიული მეთოდები გვიადვილებენ იდენტიფიკაციის პროცესს, ზოგისთვის სირთულეს წარმოადგენს საიდენტიფიკაციო 1 თეთრის გადარიცვა. ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, რომ ჩვენი მომხმარებლები გვთხოვდნენ ისეთ კომპანიებს, სადაც ერთი თეთრის გადარიცხვა არ იქნებოდა საჭირო. ზოგს ინტერნეტ ბანკის სერვისი არ ჰქონდა გააქტიურებული, ბანკში მისვლა და იქიდან გადარიცხვა კი სწრაფ სესხებს მთავარ ხიბლს - სისწრაფეს აკლებს.
ჩამოთვლილის გარდა ცალკეულ შემთხვევებში არსებობს თანხის მიღების კიდევ სხვა მეთოდები, როგორებიცაა: საქართველოს ფოსტის სალაროებიდან მიღება, რომელიმე ბანკის სერვის-ცენტრებში ან ფილიალებში აღება და სხვა...
Mome.ge ახლა უკვე გაძლევთ საშუალებას, ნახოთ, რა მეთოდებით გასცემენ სესხებს ჩვენს კატალოგში არსებული კომპანიები. ამიტომ თქვენს პირობებს მაქსიმალურად მორგებული ონლაინ სესხის შერჩევა ახლა კიდევ უფრო მარტივია!