onlain sesxebi - ყველა

5 ფაქტორი რომლებსაც ხშირად არ ითვალისწინებენ online sesxebi-ს არჩევისას.

5 ფაქტორი რომლებსაც ხშირად არ ითვალისწინებენ online sesxebi-ს არჩევისას.

ხშირია მომენტი, როცა სწრაფ სესხს ვიღებთ მაშინ, როდესაც ის რაც შეიძლება მალე გვჭირდება. დროში მაქსიმალურად ვართ შეზღუდულები და ამიტომ განაცხადს, შეიძლება ითქვას, პირველ „შემხვედრ“ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიის ვებ-გვერდზე ვავსებთ, თუმცა ამან კიდევ მეტი დრო შეიძლება წაგვართვას, რადგან, შესაძლოა, სესხის ვადა და თანხის ლიმიტი მისაღებია ჩვენთვის, თუცმა არსებობს კიდევ სხვა დეტალებიც, რომლებიც ან გამოგვრჩა, ან არ მივაქციეთ ყურდება და ამის გამო სესხი ან დროზე, ან საერთოდ ვერ ავიღეთ.

ისეთი მკაფიო ფაქტორების გარდა, როგორებიცაა სესხის ვადა და სესხის ლიმიტები, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ კიდევ შემდეგ ფაქტორებს:

1) პირველი სესხის მაქსიმუმი. ყველა online sesxi როდი გასცემს პირველივე ჯერზე თავის მაქსიმალურ ლიმიტს. ხშირ შემთხვევაში, მოხმარებელი კალკულატორზე თანხის არჩევის დროს იგებს კონკრეტული კომპანიის პირველი სესხის ლიმიტს. თუმცა, თუ ტექნოლოგიურად ეს მოუგვარებელია, მაშინ, შესაძლოა მომხმარებელმა ტყუილად შეავსოს დავუშვათ 1000 ლარზე განაცხადი, რადგან კოპმპანია პირველ ჯერზე მხოლდო 500-ს გასცემს და ამით დაკარგოს მნიშვნელვოანი დრო.
2) სამუშაო გრაფიკი. სესხზე განაცხადის შევსება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ყველა კომპანია განაცხადს მხოლოდ სამუშო საათებში განიხილავს. ბევრიც შაბათ-კვირა არ მუშობს. ამიტომ, გირჩევთ, წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია კიმპანიების სამუშო გრაფიკის შესახებ, რათა არ დაკარგოთ დრო და მიიღოთ თანხა ზუსტად მაშინ, როცა გჭირდებათ.
3) თანხის მიღების საშუალებები. სესხზე განაცხადის შევსებისას მომხმარებელი, თითქმის ყოველთვის, დარწმუნებულია, რომ დამტკიცებული თანხა საბანკო ანგარიშზე დაერიცხება, თუმცა ასე ყოველთვის როდი ხდება. ზოგი კრედიტორი დამტკიცებულ თანხას მხოლოდ ხელზე გასცემს, თავისი სერვის ცენტრებიდან, ან ანგარიშზე ჩარიცხვამდე საჭიროა მათს ოფისში სტუმრობა.
4) მსესხებლის ასაკი. მართალია, უმეტესობა online sesxebi-სა კრედიტს 20-დან 65 წლამდე ასაკის პირებზე გასცემს, თუმცა აქაც არის გამონაკლისები. ქვედა ზღვარი შესაძლაო 24 წელი იყოს ზედა კი 55. დროის ფუჭად დაკარგვისაგან თავის დაცვის მიზნით მსგავსი ტიპის ინფორმაციის ფლობა აუცილებელია.
5) სტანდარტული და ექსპრეს ჩარიცხვა. ზოგ კომპანიას აქვს დამტკიცებული თანხის ჩარიცხვის 2 მოდელი. პირველია სტანდარტული, ანუ დამატებითი გადასახადის გარეშე - ასეთ დროს დამტკიცებული თანხა რამდენიმე დღეში ირიცხება თქვენს ანგარიშზე და მეორე, სწრაფი ჩარიცხვა, რომელიც დამატებით გადასახადს მოითხოვს, სამაგიეროდ თანხა მომენტალურად ისახება თვენს ანგარიშზე.
Online sesxebi-ს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე mome.ge. თუმცა, ყოველთვის გირჩევთ, რომ ჩვენთან მოპოვებული ინფორმაციის ვალიდურობაში თვად დარწმუნდეთ კრედიტორის ვებ-გვერდზე.

წყარო: mome.ge