mome.ge

როგორ დავფაროთ იპოთეკა უფრო სწრაფად?

როგორ დავფაროთ იპოთეკა უფრო სწრაფად?

1. დააგროვეთ მეტი, პირველადი შენატანისთვის
თუ გაქვთ დაცდის საშუალება, უმჯობესია გადადოთ ბინის ყიდვა და მეტი ფული დააგროვოთ პირველადი შენატანისთვის. უფრო ადვილია 100 000 ისესხოთ, ვიდრე 300 000. ასე არაა?

2. ყიდვისას ითხოვეთ ფასდაკლება
გამყიდველები ხშირად არიან მზად ღირებულების 5-10% დაგიკლონ, რათა ფული უფრო სწრაფად მიიღონ. თუ ფასდაკლებას არ ელოდებით, მაინც ითხოვეთ ის. რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ეკონომიაა.

3. მანამდე უფრო მცირე ზომის ბინა შეიძინეთ
ესაა გზა მოთმინებიანთათვის. ის ემსახურება საცხოვრებელი პრობლემის თანდათანობით მოგვარებას. მაგალითად, ჯერ იპოთეკას პატარა ბინისთვის იღებენ. კრედიტი იფარება, ბინას ყიდიან, შემდეგ კი უფრო დიდს ყიდულობენ.

4. აირჩიეთ ბანკი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით
თუ ბინას ახალაშენებულ კორპუსში ყიდულობთ, მშენებელი რამდენიმე ბანკში უნდა იყოს აკრედიტირებულლი. შეადარეთ მათი პირობები ერთმანეთს და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი აირჩიეთ. 0.5%-საც კი შეუძლია წლები დაგიზოგოთ.

5. აიღეთ დიდი დროით
მეტი დრო მეტი ფული ღირს, თუმცა თუ ipotekuri sesxi-ს დაფარვა დროულად გსურთ, გაზარდეთ მისი ხანგრძლივობა. მაგალითად, თუ გინდათ კრედიტი 5 წელიწადში დააბრუნოთ, აიღეთ 10 წლით. მაშინ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი მეტი იქნება და დროზე ადრე დაფარვასაც კი მოასწრებთ.

6. აიღეთ ახალი, ძველის დასაფარად
რეფინანსირება - ესაა ახალი კრედიტის აღება და ძველის დაფარვა. დავუშვათ, იპოთეკა 12%-ში გააფორმეთ, ახლა კი ბანკები სესხს 8%-ში გთავაზობენ. სწრაფად გააფორმეთ ასეთი კრედიტი, დაფარეთ იპოთეკა და ახალი კრედიტიც სულ მალე დაიფარება.

7. გააქირავეთ ბინა
თუ პირობები ხელს გიწყობთ, მაშინ ბინის გაქირავება მშვენიერი შემოსავლის წყაროა, ხოლო მიღებული ფულის გამოყენება იპოთეკის დასაფარად შეიძლება. შეგიძლიათ, არამარტო მთელი ბინა, არამედ მხოლოდ ერთი ოთახიც კი გააქირაოთ. არაა აუცილებელი დიდი ხნით, შეიძლება შაბათ-კვირას, ან შვებულების დროს.

წყარო: sravni.ru
Регистрация