mome.ge

7 გზა ფულის დასაზოგად

7 გზა ფულის დასაზოგად1. ხარჯეთ უფრო ნელა
შეიძლება რომელიმე დაწესებულებაში უფრო გაგიადვილდეთ პროდუქტის, ან თუნდაც ტანსაცმლის ყიდვა. არც რიგი, არც რაიმე შეფერხება. თუმცა ამან შეიძლება იმაზე ბევრად მეტი გაყიდინოთ, ვიდრე გჭირდებათ. ნუ გახდებით სიადვილეზე დამოკიდებულნი და ნუ გააყოლებთ ხელს იმას, რაც არ გჭირდებათ.

2. შეძენის წინ შეჩერდით
ბლოგერი ტომ დრეიკი დიდ სისუსტეს გრძნობდა იმპულსური შენაძენების მიმართ. ახალი გაჯეტის გამოსვლა ან ამოყიდვები გიგანტური ფასდაკლებებით დიდ ზემოქმედებას ახდენდა მასზე. ტომს შეეძლო სპონტანურად მთელი თავისი ფული დაეხარჯა. ამან უამრავი ვალი და კრედიტი ააღებინა.

ამისგან თავის დასაღწევად მან შემოიღო "24 საათის წესი". როცა 100$-ზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენას გადაწყვეტდა, ერთი დღე-ღამე იცდიდა, შემდეგ კი ხვდებოდა, ნამდვილად სჭირდებოდა თუ არა კონკრეტული ნივთი.

3. სწორად ხარჯეთ
თქვენი ბიუჯეტი უნდა დაიყოს რამდენიმე ნაწილად, მაგალითად: პროდუქტები, ლანჩი, გართობა და საჩუქრები. თუ ერთ კატეგორიაში ზედმეტად ბევრს დახარჯავთ, მისი დარტყმის თავის თავზე აღება სხვა კატეგორიას მოუწევს. ასე რომ უნდა აირჩიოთ: ან მეტი გართობა და ნაკლები საჩუქარი, ან მეტი ლანჩი და ნაკლები პროდუქტი.

mome.ge გირჩვთ, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ონლაინ სესხებს. გამოიყენეთ ეს სერვისი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში. ზოგს სწრაფი სესხების ხელმისაწვდომობა აბნევს და სრულიად უმიზეზოდ ან არა მყარი მიზეზით იღებს ონლაინ კრედიტს. აზარტული თამაშები, ფუფუნების საგნები, გართობა და კიდევ მისთანები - ეს იმ მიზეზთა არასრული სიაა, რომელთა გამოც ონლაინ სესხის გამოყენება არაა მიზანშეწონილი. ხშირად ხდება, რომ არ არსებობს მყარი გარანტია, რომ დათქმულ დროს აღებული სწრაფი სესხი დაიფარება, თუმცა მსესხებელი ამაზე სესხების მომენტში არ ფიქრობს. საბოლოოდ კი იკლებს მისი საკრედიტო რეიტინგი და სესხი პრობლემდება. გირჩევთ, არ გქონდეთ ილუზია, რომ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები ვერ შეძლებენ გაცემული თანხის უკან დაბრუნებას. სხვადასხვა კანონიერი ბერკეტით ისინი ნებისმიერ შემთხევევაში იბრუნებენ გაცემულ თანხას უკან. წინასწარ დაფიქრდით, სანამ ონლაინ სესხს გამოიყენებთ, რადგან სესხის გაპრობლემება არც თვენთვისაა მიზანშეწონილი და არც კრედიტორებს აწყობთ.

4. მოერიდეთ ცდუნებებს
მიშელ გარდნერი მუშაობდა ტანსაცმლის მაღაზიაში. ყველა თანამშრომელს უზარმაზარი კორპორატიული ფასდაკლება ჰქონდა საქონელზე. ამიტომაც მიშელი უამრავ ფულს ხარჯავდა ტანსაცმელზე - ძნელია გაექცე ასეთ ცდუნებას. საბოლოოდ მას აღარც ადგილი დარჩა კარადაში და აღარც ფული...

5. იქონიეთ რამდენიმე ბარათი
ქეით ქორელის ოჯახი ზედმეტად ბევრ პროდუქტს ყიდულობდა. მაღაზიაში ან მისი ქმარი მიდიოდა, ან თავად ქეითი, ამიტომაც ძნელი იყო ხარჯის კონტროლი. შედეგად ყოველ თვე "საჭმლის" კატეგორიაში ხარჯის გადამეტება ხდებოდა.

ამის გამოსასწორებლად ქორელებმა ერთი სადებეტო ბარათი აიღეს კონკრეტულად პროდუქტებისთვის. ასე ორივემ ყოველთვის იცოდა, რამდენი ფული დაიხარდა და დარჩა ანგარიშზე. ამან ისინი ზედმეტი ხარჯებისგან გაათავისუფლა.

6. აღრიცხეთ გასავალი
აიღეთ რომელიმე ელექტრონული დოკუმენტი, მაგალითად Google Docs და ყოველი ხარჯი მიუთითეთ. ყოველი თვის ბოლოს გააანალიეთ, რამდენი ფული რაზე დახარჯეთ. ასე ხშირად გამორიცხავთ წარმოუდგენელ ხარჯს და ფულსაც დაზოგავთ.

7. იპოვეთ ეკონომიის გზები
ერთი კაცი მიეჩვია ყავის სმას, რომელიც მის სახლთან ახლოს, ერთ-ერთ კაფეში მზადდებოდა. მას მოსწონდა იქაური ატმოსფერო და მეგობრული ბარმენი და, რა თქმა უნდა, სასმელის გემო. ერთხელ მან დათვალა, თუ რამდენი უჯდებოდა ეს სიამოვნება ყოველთვიურად და გონებას უხმო.

საბოლოოდ თავისთვის შეიძინა ყავის აპარატი და ბარმენივით გემრიელი ყავის მომზადება ისწავლა. ასე ყოველ დილას დაზოგილი $5 თვის ბოლოს $150-ად გადაიქცეოდა.

წყარო: sravni.ru
Регистрация