onlain sesxebi - ყველა

ხანგრძლივი თუ მოკლევადიანი ონლაინ სესხი?

ხანგრძლივი თუ მოკლევადიანი ონლაინ სესხი?

მოულოდნელობისგან არავინ ვართ დაზღვეული. ზოგჯერ ეს მოულოდნელობა სრულიად არაპროგნოზირებად პრობლემას გვიქმნის, რომლის მოგვარებაც ფინანსური დანახარჯის გარეშე შეუძლებელია. როცა ხელფასიდან ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი თანხა ან რაიმე ფულად მარაგს ვფლობთ, პრობლემა ადვილი მოსაგვარებელია, თუმცა რა ვქნათ, როდესაც არ გვაქვს მსგავსი საკითხის მოგვარებისთვის საჭირო თანხა? როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანი ან რაიმე ნივთს ყიდის/ალომბარდებს ან მეგობრებისგან/ახლობლებისგან სესხულობს ფულს. რა ვქნათ მაშინ, როცა ფული სასწრაფოდაა საჭირო და მისი შოვნის ვარიანტები ან ერთეულებამდე დადის ან საერთოდ ქრება? სწორედ მსგავსი პრობლემებისა და ხალხისგან წამოსული მოთხოვნის გამო შეიქმნა ონლაინ სესხის სერვისი, რომლის დახმარებითაც სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი საჭირო თანხის სესხება. დღეს ვისაობროთ ონლაინ სესხების საქართველოში გავრცელებულ ორ კატეგორიაზე, ესენია მოკლევადიანი, ანუ 30 დღიანი სესხი და სამომხმარებლო, ხანგრძლივი სესხი 3 წლამდე ვადით.
ძირითადი განსხვავება, სესხით სარგებლობის ვადის გარდა, როგორც წესი, სესხის ლიმიტია. როდესაც მოკლევადიანი სესხით სარგებლობის დროს პირველ ჯერზე შესაძლებელია საშუალოდ 250-დან 500 ლარამდე თანხის სესხება(მაგ. vivus, netcredit), გრძელვადიანი ონლაინ კრედიტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1500-დან 3000 ლარამდეა (მაგ. kimbi, solva).
როდესაც თანხა გვჭირდება სასწრაფოდ, უმჯობესია მოკლევადიანი სესხით სარგებლობა, რადგან მასზე პასუხი, როგორც წესი, უფრო ადრე მოდის, ვიდრე გრძელვადიანი ონლაინ სესხის შემთხვევაში (არსებობს გამონაკლისებიც). ხანგრძლივი სესხით სარგებლობისას, გირჩევთ, წინასწარ გქოდნეთ ინფორმაცია სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში იხდით მთლიან საკომისიოს თუ მოქმედებს საკომისიოს დღიური დარიცხვის მოდელი, ანუ იხდით მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს რამდენი დღითაც ისარგებლეთ სესხით.

რა დროს იყენებენ მოკლევადიან და გრძელვადიან სესხებს?
სტატისტიკურად მოკელვადიან სესხებს იყენებენ მაშინ, როცა ხელფასამდე აკლდებათ თანხა, რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად არ აქვთ საკმარისი თანხა, მოულოდნელი აქციების, ფასდაკლებების დროს და ა.შ. როგროც წესი, მსგავსი სესხები მომდევნო ხელფასისთვის იფარება.
გრძელვადიან სესხებს იყენებენ, ხშირად, არსებული მოკლევადიანი სესხების გადასაფარად ან რაიმე შედარებით ძვირიანი ნივთის შესაძენად ასევე მოულოდნელად გაჩენილი პრობლემის მოსაგვარებლად. ასეთი ტიპის სესხს, როგროც, წესი იღებენ 2-3 წლით და ფარავენ ყოველთვიური მცირე შენატანებით. გირჩევთ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ონლაინ სესხებს, განსაკუთრებით სამომხმარებლოს. მათი ხელმისაწვდომობა არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მიზანშეწონილია მათი განმოყენება. ისესხეთ ონლაინ მხოლოდ უალტერნატივო აუცილებლობის შემთხვევაში. არასოდეს ისესხოთ, თუ არ ხართ სრულად დარწმუნებული ამ ვალდებულების დაფარვაში. ყოველთვის წინასწარ გქონდეს ინფორმაცია სესხის გამცემი კომპანიის პირობების შესახებ, არასდროს აჩქარდეთ სესხების პროცესში. უმჯობესია, წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია სესხების გამცემი კომპანიების შესახებ, რადგან საჭიროების შემთხვევაში უვკე იცოდეთ, რომელი მსესხებლისგანაა უპრიანი სესხის აღება. კომპანიების მოძიებაში კი ჩვენი ვებ გვერდი mome დაგეხმარებათ.

წყარო: mome.ge
Регистрация