mome.ge

უცნაური საჩივრები სასამართლოში

უცნაური საჩივრები სასამართლოში ამერიკელ ჯონათან ლი რიჩესის ცხოვრებაში უფრო მეტი საჩივარი აქვს შეტანილი სასამართლოში, ვიდრე ჩვენი პლანეტის სხვა ნებისმიერ მაცხოვრებელს. 2006-2009 წლებში მან სხვადასხვა მიზეზით 2600-ზე მეტი საჩივარი დაწერა. ის ციხეში ელექტრონული თაღლითობისთვის ჩასვეს. მანაც საჩივარი კომპანია Blizzard-ის სახელზე შეიტანა და განაცხადა, რომ სწორედ ვიდეო თამაშების ამ მწარმოებლის გამო მოხვდა ციხეში.

ლი რიჩესი გინესის წიგნის შემქმნელებმა მალევე შეიყვანეს ახალ გამოცემაში. აქ ჯონათანმა ისევ იჩივლა, რადგან არ სურდა ამ პოპულარული წიგნის რომელიმე გვერდზე გამოჩენა.

კენტუკის მაცხოვრებელმა რიჩარდ ოვერტონმა დაუჯერა ადგილობრივი ლუდსახარშის რეკლამას, რომელიც პირდებოდა, რომ სწორედ ამ ლუდის დალევა გახდიდა ადამიანს ბედნიერს. ბევრი დალია რიჩარდმა, მაგრამ ბედნიერება არ ჩანდა. მას მშვენიერი მიზეზი მიეცა საჩივრად.

განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა ჩრდ. კაროლინაში. ადგილობრივმა ადვოკატმა იყიდა სიგარების ყუთი და იგი ხანძრისგან დააზღვია. როცა მან ყველა სიგარა მოწია, სასამართლოში განაცხადა, რომ 24 სიგარა მცირე ხანძრის შედეგად განადგურდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ განცხადება მართებული იყო და სადაზღვეო კომპანია იძულებული გახდა თანხა გადაეხადა.

ონლაინ სესხი, როგორ წესი, ხალხში ასოცირდება სწრაფ, აუცილებლად მოკლევადიან სესხთან, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ 250 ლარამდე თანხას უზარმაზარი საკომისიოთი. შესაძლია, რამდენიმე წლის წინ ასეც იყო, თუმცა არა ახლა. დღეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ონლაინ სესხების დარგში. კონკურენციამ და სახელმწიფო რეგულაციებმა სწრაფი სესხები სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეს. ახლა თავისუფლადაა შესაძლებელი რამდენიმე ათასის სესხება ონლაინ და ამ ვალდებულების დაფარვა ყოველთვიური მცირე შენატანებით ისე, რომ თანაბრად დაიფაროს როგორც ძირი, ისე დარიცხული საკომისიო. დამტკიცებული თანხის მიღებაც სხვადასხვა ხერხით შეიძლება. თქვენ კვლავაც შეგიძლიათ მოითხოვოთ მოკლევადიანი, ერთ თვიანი სესხი 500 ლარამდე, თუმცა, ადრინდელთან შედარებით საკომისიო ბევრად დაბალია და გადავადებაც საკმაოდ იაფია. ონლაინ სამომხმარებლო სესხებში უკეთ გასარკვევად, გთავაზობთ, გადაავლოთ თვალი ერთ-ერთი გრძელვადიანი სესხის Kimbi-ს ინფორმაცის ჩვენს ვებ-გვერდზე. თვალი გადაავლეთ ასევე სხვა სესხებსაც და ნახავთ, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არც ერთ შემთხევაში 100%-ს არ სცდება, როცა რეგულაციებამთე ეს მაჩვენებელი ზოგ შემთხვევაში ათასამდეც ადიოდა.

ვინმე ალენ ჰეკარდი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს პროფესიონალ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს. როგორც ჩანს, ჰეკარდი სულაც არ იყო ამით ამაყი. მეტიც, 2006 წელს სპორტსმენისგან 832 მილიონი დოლარი მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, ძალიან აწუხებდა ქუჩაში გამვლელების რეაქცია.

ოჯახმა ნიუ-ჯერსიდან გადაწყვიტა თავის სამი წლის ჩვილთან ერთად წასულიყო ზოოპარკში. შესვლისას სტუმრებს სუვენირულ მონეტებს ურიგებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთიც ბავშვმა გადაყლაპა. ამოღება ქირურგიული ჩარევით მოხერხდა. მშობლებმა თანამშრომლებს უჩივლეს იმის გამო, რომ მათ არ გააფრთხილეს ასეთი საშიშროების შეშახებ.

ტეხასის ავეჯის ერთ-ერთ მაღაზიას ეწვია კეტლინ რობერტსონი თავის შვილთან ერთად. რაღაც მომენტში ქალმა კინაღამ დააბიჯა ბავშვს, ამის გმაო დაეცა და ფეხი მოიტეხა. ამის გამო ადმინისტრაცია დაისაჯა და 80 000 დოლარით დაზარალდა.

მიჩიგანის მაცხოვრებელმა სასამართლოს გადაწყვეტილებით მანქანა დაკარგა. შემდეგ კი გაახსენდა, რომ ავტომობილში ბენზინი ესხა, მოსამართლეს კი მისი კონფისკაციის შესახებ არაფერი უთქვამს. ამ მიზეზით ქალბატონმა საჩივარი დაწერა ბენზინის მოპარვის შესახებ და 5 000 000$ კომპენსაციაც მიიღო.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация