onlain sesxebi - ყველა

რა ეკრძალება ბრიტანეთის სამეფო ოჯახს?

რა ეკრძალება ბრიტანეთის სამეფო ოჯახს? როგორი წარმოგიდგენიათ მეფური ცხოვრება? ფუფუნება, უდარდელობა, ერთი სიტყვით, არა ცხოვრება, არამედ სამოთხე. თუმცა ყველაფერი ისე უზრუნველად არ გამოიყურება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საკმარისია შეხედოთ აკრძალვების გრძელ სიას, რომელსაც ბრიტანული სამეფო ოჯახი უნდა დაემორჩილოს.

300-ზე მეტი წლის წინ, 1701 წელს, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ბრიტანელ მონარქებს მხოლოდ ანგლიკანურ ეკლესიასთან უნდა ჰქონოდათ კავშირი. სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან დაქორწინება მკაცრად იკრძალებოდა. აკრძალვა მხოლოდ 2011 წელს გაუქმდა.

თამაში "მონოპოლი" დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.ხოლო ბრიტანეთის მონარქებს და მათი ოჯახის წევრებს მისი თამაში აკრძალული აქვთ, რადგან "მონოპოლი" უმაღლესი ინგლისური არისტოკრატიის მიერ უღირს გასართობადაა მიჩნეული. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა ჰერცოგ ენდრიუს (ელისაბედ II-ის ვაჟს) აჩუქეს ყუთი ამ თამაშით, მან კი განაცხადა, რომ ეს მისთვის არ შიძლებოდა.

ონლაინ სესხებით სარგებლობა მაქსიმალურად კომფორტულია, როდესაც დროში ვართ შეზღუდულები ფული კი აუცილებად გვჭირდება. საჭიროა მხოლოდ სმარტფონი და ინტერნეტ შეერთება. სულ რამდენიმე კლიკი და მზადაა, დამტკიცებულ თანხას კი თქვენთვის მისაღები მეთოდით მიიღებთ - იქნება ეს საბანკო ანგარიშზე დარიცხვა, ხელზე აღება თუ სხვა. ჩვენს ვებ გვერდზე კი შეძლებთ შეარჩიოთ ისეთი სესხები, რომლებიც მაქსიმალურად ზუსტად პასუხობენ თქვენს მოთხოვნებს. შეადაროთ და აირჩიოთ შესაფერისი ვარიანტი ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორებიცაა საპროცენტო განაკვეთები, ლიმიტები, ასკობრივი ზღვრები, სამუშაო გრაფიკი და სხვა. ჩვენთან შეძლებთ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სესხების შერჩვას, ასევე ავტო და იპოთეკური კრედიტებისა.

ბრიტანეთში, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ხმის მიცემის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წელს ზემოთ. ასეთივე კანონი მოქმედებს სამეფო ოჯახზეც, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამით სარგებლობა: მონარქის პოლტიკურ გადაწყვეტილებას ხომ შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს შედეგებზე.

თითქმის ათასი წლის წინ, მეფე ედვარდ III-მ ინგლისელ მეფეებს ბეწვის ტარება აუკრძალა, რადგან ამას დაუშვებელ ფუფუნებად თვლიდა. თუმცა აკრძალვა მხოლოდ ტანსაცმელზე მოქმედებს, ხოლო ბეწვის საყელო და ქუდი დაშვებულია.

სამეფო ოჯახის გარდერობს კიდევ ეხება აკრძალვები. მაგალითად, 8 წლამდე ასაკის ბიჭს უნდა ეცვას მხოლოდ შორტები, მხოლოდ აღნიშნული ასაკის შემდგომაა დაშვებული შარვლის ჩაცმა. შავ ფერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იცვამენ. თანაც, თუ სადმე გაემგზავრებიან, შავი ტანსაცმელიც უნდა წაიღონ, უცბად რომ ვინმე გარდაიცვალოს?

ჯვრისწერა დედოფალ ელისაბედსა და ჰერცოგ ფილიპეს შორის ჯერ კიდევ 1947 წელს შედგა. მაგრამ 70 წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც კი, ქმარს არ შეუძლია ცოლის გვერდით სიარული, ის ყოველთვის ორი ნაბიჯით უნდა ჩამორჩებოდეს დედოფალს.

ეს, საბოლოოდ, მაინც არაა საფეფო აკრძალვების სრული ჩამონათვალი. მაგალითად, მეფის ოჯახში არაა მიღებული მოლუსკებისა და კიბოსნაირების მირთმევა, რათა მოწამლვა თავიდან აირიდონ. დადის ჭორი, რომ პრინცი ჩარლზი ამ წესს ხშირად არღვევს, რადგან ზღვის პროდუქტების დიდი მოყვარულია.

წყარო: i-fakt.ru