onlain sesxebi - ყველა

მდიდარ ადამიანთა 8 ჩვევა

1. დაკავება სპორტით
მილიონერთა უმეტესობა დღეში საშუალოდ 30 წუთს მაინც უთმობს სპორტს.

2. მუდმივი გაცნობები
ურთიერთობა - ეს მდიდარ ხალხთა მთავარი ვალუტაა. ისინი ადგენენ სიებს და ცდილობენ საჭირო ხალხთან ახლოს იყვნენ.

3. მიზნის დასახვა და მისი კონტროლი
ისინი ისახავენ რამდენიმე მიზანს და აკვირდებიან, თუ როდის, რა დროს, რა შეასრულეს მიზნის მისაღწევად.

4. ბევრი კითხვა
ერთ-ერთი ბიზნეს ტრენერის თქმით, ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელები წელიწადში დაახლოებით 60-მდე წიგნს კითხულობენ. შედარებისთვის: უბრალო ამერიკელი მუშაკი კითხულობს ერთ წიგნს წელიწადში და 319-ჯერ ნაკლებ შოულობს.

5. თავდაჯერებულობა
თავმოყვარეობა ცხოვრების ხარისხზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. რაც უფრო გიყვართ საკუთარი თავი, მით უფრო მაღლა აფასებთ მას და კეთილღეობაში ცხოვრობთ.

6. მოხალისეობა
ერთ-ერთი კვლევით დასტურდება, რომ 72% მდიდარი ადამიანებისა კვირაში 5 საათს მაინც ატარებს მოხალისეობაში. აქედან ღარიბებს მხოლოდ 12% ეხმარება. არსებობს ვერსია, რომ ასეთი რამ მილიონერებს იგივენაირად მოაზროვნე ადამიანებს აპოვნინებს.

7. ენდობიან უფროსს, რომელიც მათ ადგილას იყო
ყველაზე წარმატებული ადამიანებიც კი აფასებენ თავიანთ უფროსებს, რომლებიც მსგავსი საქმით იყვნენ დაკავებულნი. მაგალითად, მარკ ცუკერბერგი თავის დამრიგებლად სტივ ჯობსს თვლის, ბილ გეიტსი კი ამბობდა, რომ მისი კონსულტანტი უორენ ბაფეტი იყო.

8. არიან გულკეთილნი
ზოგი ადამიანი მეტად პრობლემებზე ღელავს, ვიდრე კარგ რამეებზე. მაგ.: ვიღაცას შეიძლება ქორწილის დღე დაავიწყდეს, მაგრამ ახსოვდეს ახლობლის გარდაცვლის თარიღი, როდის დაკარგა მან სამუშაო და ა.შ. ასეთი ფიქრები შესაძლებლობებს გიზღუდავენ.

წყარო: sravni.ru