onlain sesxebi - ყველა

7 ფინანსური ჩვევა, რომელიც მდიდარს გაგხდით

1. აღრიცხეთ ხარჯები
ბანალურია, მაგრამ ეფექტური. თუ ყველაფერს ჩაიწერთ და შემდეგ დახედავთ, მიხვდებით, სად უნდა გაჩერდეთ.

2. თან არ ატაროთ ნაღდი ფული
საფულეში შეგიძლიათ რამდენიმე ლარი ჩადოთ, დანარჩენი კი საინვესტიციო პროდუქტებსა და ბარათის პროცენტზე გადარიცხოთ. თქვენი კუთვნილი თითოეული თეთრი უნდა მუშაობდეს და მოჰქონდეს შემოსავალი.

3. შექმენით "უსაფრთხოების ბალიში"
შექმენით დანაზოგი, რომელიც 6 თვის გასავლის ტოლი იქნება. თუ ოდესმე გაგიჭირდებათ, ვალის აღება აღარ მოგიწევთ.

4. გადადეთ შემოსავლის 40%
ყოველთვიურად შემოსავლის მინიმუმ 10% მაინც უნდა გადადოთ და შეინახოთ. თუ გასავალი დიდი არაა, შეგიძლიათ 40%-იც კი გადადოთ.

5. იყიდეთ ფასიანი ქაღალდები
კარგი იქნება, თუ მრავალ სარფიან ობლიგაციასა და აქციას შეიძენთ. როცა საინტერესო შესაძლებლობას დაინახავთ, შეძლებთ თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.

6. ყველაფერი საკრედიტო ბარათით გადაიხადეთ
აქტიურად ისარგებლეთ cash back ბარათებით და მიიღეთ ყოველთვიური შემოსავალი. შესაძლოა მცირე, მაგრამ ზედმეტი მაინც არ იქნება.

7. იყიდეთ ინტერნეტიდან
ყველაფერი, სურსათის გარდა, იყიდეთ cash back საიტებიდან და გადაიხადეთ ბარათით. ასე ღირებულების 5-15%-ს დაიბრუნებთ.

წყარო: sravni.ru