onlain sesxebi - ყველა

10 ხელსაწყო, რომელიც ელექტროენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ

1. ენერგოეფექტური დენცქვიტა
დენცქვიტა ელექტროობას უთიშავს ხელსაწყოს, როცა ის ლოდინის რეჟიმშია. მაგალითად, თქვენ გამორთეთ ტელევიზორი, ლოდინის აღმნიშვნელი ნათურა აგრძელებს ნათებას, დენცქვიტა კი მას აქრობს და ენერგიას გიზოგავთ.

2. დიოდური ნათურა
ეს მანათობელი 40 000 სამუშაო საათზეა გათვლილი. თუ მას დღეში 10 საათით ჩართავთ, ის მხოლოდ 10 წელიწადში გადაიწვება.

3. ენერგოეფექტური ნათურა
მისი გამოყენება დღეში 3 საათით შეგიძლიათ და ის 10 წლის განმავლობაში გემსახურებათ.

4. მაგიდის დიოდური ნათურა
ამ ენერგოეფექტურ ნათურას შეუძლია 25 წლის განმავლობაში გემსახუროთ. ზოგიერთი შეგიძლიათ კომპიუტერსაც შეუერთოთ USB სადენით.

5. დიოდური ნათურა კარადისთვის
ნათურა სულ რაღაც 12 ვატს მოიხმარს და ელექტროენერგიის 80%-ს ზოგავს, სხვა ნათურებთან შედარებით.

6. ორთქლის ქვაბი
ეს ქვაბი პროდუქტს მაღალ ტემპერატურაზე ამზადებს. შედეგად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელები.

7. მანათობლები მზის ენერგიაზე
თქვენ შეძლებთ სახლის ფასადის განათებას ზედმეტი ხარჯის გარეშე. ისინი დღისით ენერგიით ივსებიან, ღამით კი ანათებენ. კარგი ნიმუში დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ანათებს.

8. მექანიკური სასწორი
ელექტრონულისგან განსხვავებით, მექანიკურ სასწორს არ სჭირდება ელემენტის გამოცვლა.

9. თმის საშრობი მზოგავი ძრავით
ეს თმის საშრობი 10 წუთზე ნაკლებში შეასრულებს თავის საქმეს და ასევე 75%-ით ნაკლებ ენერგიას დახარჯავს.

წყარო: sravni.ru