onlain sesxebi - ყველა

სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

1. უმაღლესი განათლების მიღება
ხალხი განათლების მაღალი დონით, როგორც წესი, მეტ ფულს შოულობს. ამერიკელი ექსპერტების კვლევით, 1989-დან 2013 წლამდე აშშ-ში დიპლომირებულ სპეციალისტთა სამეცნიერო თანამშრომელთა შემოსავალი 45%-ით გაიზარდა. ხოლო მათი შემოსავალი, ვისაც საშუალო სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული, 44%-ით დაეცა.

2. დაქორწინება
ადამიანები, რომლებმაც შექმნეს სტაბილური ოჯახი, ორჯერ უფრო მეტს შოულობენ, ვიდრე თავიანთი დაუქორწინებელი თანატოლები, ამტკიცებს ამერიკელი მკვლევარი ჯეი ზაგორსკი. მისი თქმით, ქორწინება - ესაა მშვენიერი საშუალება გამდიდრებისა, თუმცა მხოლოდ გამდიდრების წყურვილით არ უნდა დაქორწინდეთ. "თუ მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, თქვენი მატერიალური კეთილდღეობა დაინგრევა", - ამბობს მკვლევარი. მეუღლეთა შემოსავალი კლებას გაყრამდე 4 წლით ადრეც კი იწყებს, და გაყრიდან 10 წლის შემდეგაც ისინი ნაკლებად უზრუნველყოფილნი იქნებიან, ვიდრე უბრალოდ უცოლო/გაუთხოვარი ადამიანები.

3. უზრუნველყავით საცხოვრებელი
ბინის ან სახლის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამდიდრებისკენ. კერძო მესაკუთრეებს დეპოზიტზე შეუძლიათ გადადონ ფული, რომელსაც ქირაში დახარჯავდნენ. ასევე ბინას შეუძლია გახდეს პასიური შემოსავლის წყარო ან რეგულარულად შეავსოს მფლობელის ბიუჯეტი.

გაყრისგან განსხვავებით, ბინის დაკარგვა არ დაიყვანს თქვენი გამდიდრების შესაძლებლობას 0-მდე, დარწმუნებულნი არიან მკვლევარები.

თუმცა ბინასთანაც ფრთხილად უნდა იყოთ, როცა მას იპოთეკით ყიდულობთ. მაღალი პროცენტის გამო, შესაძლოა, ქირა უფრო მომგებიანი გახდეს თქვენთვის, ვიდრე იპოთეკის გადასახადი.

წყარო: sravni.ru