onlain sesxebi - ყველა

ახალდაქორწინებულთა 4 ფინანსური შეცდომა

ახალდაქორწინებულთა 4 ფინანსური შეცდომა1. არ გეგმავენ საერთო ბიუჯეტს
უმჯობესია წინასწარ დაგეგმოთ საოჯახო გასავალი: ვინ გადაიხდის კომუნალური მომსახურებისთვის, დაზღვევისთვის, მაღაზიაში და ა.შ.

თქვენ ერთად უნდა გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები, მაშინაც კი, თუ ხელფასი მხოლოდ ერთს აქვს. "გუნდური" მუშაობა პრობლემების მოგვარებისა და მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა. საჭიროა ეკონომია, ვალების დაფარვა და დიდი საკითხების განხილვა, მაგალითად, ახალი ბინის შეძენა.

ასევე უნდა შეიქმნას საერთო დანაზოგი. ყოველთვის ხელფასზე ხომ ვერ იქნებით დამოკიდებულნი?


2. არ წყვეტენ ფინანსურ საკითხებს ერთად
მუდმივი და პატიოსანი საუბრები ფულზე - კარგი საშუალებაა ოჯახის ფინანსური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ფულზე საუბარი შეგიძლიათ გასეირნებისას ან ვახშამზე.

თუ ოჯახის რომელიმე წევრი ერიდება ასეთ საუბრებს, ეს შეიძლება პრობლემის მიზეზი გახდეს. გახსოვდეთ, რომ ოჯახი, ყველაფერთან ერთად, ფინანსური პარტნიორობაცაა. თუ ერთმანეთს თავს აარიდებთ და ყველაფერს დაუმალავთ, მაშინ ოჯახი დაინგრევა.


3. არ აერთიანებენ ფინანსურ მიზნებს
მეუღლეებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ფინანსური მიზნები. თუ რომელიმე ოცნებობს პენსიაზე ადრე გასვლასა და მოგზაურობაზე, მეორეს კი უკანასკნელ დღემდე მუშაობა სურს, მაშინ პრობლემები შეიქმნება.

თუ ასეთი პრობლემა გაჩნდა, გადაწყვეტილება აუცილებლად მარტომ არ უნდა მიიღოთ. შეხვდით და ყველაფერი გაარკვიეთ, ვინმეს კომპრომისზე წასვლა მოუწევს, თუ არ გამოვიდა, მაშინა უცილებლად ფინანსური კონსულტანტი გჭირდებათ.


4. არ არსებობს ქორწინების ხელშეკრულება
დოკუმენტის ხელმოწერა შეიძლება არც ისე რომანტიკულად მოგეჩვენოთმ თუმცა ეს საუკეთესო გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ერთ ტალღაზე იმყოფებით.

არაა აუცილებელი გრძელი და მოსაწყენი კონტრაქტის შედგენა, შეიძლება მოკლე შეთანხმებითაც ყველაფერი გამოვიდეს. მასში უნდ ამიუთითოთ მეუღლეთა აქტივები და ის, თუ როგორ გაიყოფა ეს ყველაფერი ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში. იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი ნივთის, ასევე, ბინის, საბანკო ანგარიშების, ვალების აღწერა, რა იქნება რომელიმეს გარდაცვალების შემთხვევაში და ა.შ.

წყარო: sravni.ru