onlain sesxebi - ყველა

ჩექ ლისტი: როგორ დავიცვათ საკუთარი სახლი, როცა სამოგზაუროდ ვართ წასულები

ჩექ ლისტი: როგორ დავიცვათ საკუთარი სახლი, როცა სამოგზაუროდ ვართ წასულები


1. არ გამოაქვეყნოთ სოც. ქსელში ინფორმაცია გამგზავრების შესახებ. დიახ, გინდათ ყველამ გაიგოს, რომ დუბაიში ან მალდივებზე მიფრინავთ, მაგრამ უმჯობესია თუ ცოტა ხანს დაიცდით და სურათებს დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნებთ.

2. გამგზავრებამდე შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ მთელი ელექტროგაყვანილობა სახლში. თუ რაიმეს აღმოაჩენთ, აუცილებლად გამოცვალეთ ან წყაროდან გამორთეთ.

3. იგივე წყალგაყვანილობასა და გათბობასთან დაკავშირებით. აუცილებლად შეამოწმეთ ყოველი მათგანი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აღმოფხვერით იგი.

4. თუ მიემგზავრებით ზამთრის არდადეგებზე და კერძო სახლი გაქვთ, მაშინ იპოვეთ ვინმე, ვინც ბილიკს თოვლისგან გაათავისუფლებს. მონამქრულმა ბილიკმა შეიძლება მძარცველები მიიზიდოს.

5. იყიდეთ ნათურები ტაიმერით. რათა ისინი ინთებოდნენ საღამოს რამდენიმე საათით. ეს თქვენი იქ ყოფნის ილუზიას შექმნის.

6. იმეგობრეთ მეზობლებთან. თუ ისინი სანდო ადამიანები არიან, მაშინ შეატყობინეთ, რომ მიდიხართ. სთხოვეთ მათ, რამდენიმე დღეში ერთხელ ფოსტა მიიღონ, მორწყან ყვავილები (თუ ისინი გაქვთ) და მიხედონ ბინას. მადლიერების ნიშნად სუვენირი ჩამოუტანეთ. ისინი იქნებიან კმაყოფილნი, თქვენ კი - მშვიდი.

7. თუ სახლში გაქვთ საიუველირო ნივთები, ბევრი ფული ან სხვა ძვირფასეულობა, მაშინ ცოტა ხნით საბანკო უჯრაში გადაიტანეთ ან გადამალეთ.

8. დააყენეთ უსაფრთხოების სისტემა, მოძრაობისა და დაკვამლიანების დეტექტორი, რომელის კონტროლსაც დისტანციურად შეძლებთ. თუ რაიმე მოხდება, ამას სმარტფონით შეიტყობთ.

9. დააზღვიეთ ბინა შვებულების დროს ან ერთი წლით. პოლისი დაიცავს შიდა მოწყობას, მოძრავ ქონებას და აიღებს პასუხისმგებლობას მეზობლებზე, თუ მათთან წყალს ჩაუშვებთ.

წყარო: sravni.ru