mome.ge

4 საიდუმლო Duty Free-ს თანამშრომლისგან

4 საიდუმლო Duty Free-ს თანამშრომლისგან


1. Duty Free-ს საქონელი მეტად ძვირია, ვიდრე გვგონია
"ჩვეულებრივ დისტრიბუტორს შემოაქვს საქონელი ჩვენს ტერიტორიაზე, გადის საბაჟოს, ცოტა ხნით იქ რჩება და მხოლოდ შემდეგ ხვდება სტერილურ ზონაში და თავიდან განბაჟდება. გამოდის, რომ საქონლის ფასი არა ევროპული, არამედ უკვე ჩვენ მიერ დაწესებულია.

2. Duty Free-ს მომსახურების ხარისხი ყოველთვის მაღალი არაა
"Duty Free საკმაოდ მძიმე რითეილია. ის მთლიანადაა დამოკიდებული მგზავრების შემოდინებაზე, სეზონზე და სხვა ფაქტორებზე. ახლა, კრიზისის გამო, კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია - ცდილობენ, ვინმეს მაინც მიჰყიდონ თავიანთი საქონელი. ადამიანი ხომ გაფრინდება და საჩივრად აღარ დაბრუნდება, თუ რაიმე ისე არაა. ამიტომაც სერვისის ხარისხსი დაბალია".

3. აქ არ ჰყავთ მუდმივი კლიენტები
"Duty Free-ში არ ეწყობა ურთიერთობა გამყიდველსა და მუდმივ კლიენტს შორის, როგორც ეს ბუტიკებსა და სავაჭრო ცენტრებშია. დღეს კლიენტი არის, ხვალ კი აღარ იქნება. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად დაფრინავენ. მაგრამ ისინი ხშირად მგზავრობენ VIP კლასით, იქ კი ზოგჯერ ნაცნობ თანამშრომლებს ხვდებიან.

4. ყველაზე ხშირად ალკოჰოლსა და სიგარეტს ყიდულობენ
"შენაძენები Duty Free-ში, როგორც წესი" იმპულსურად ხორციელდება. ყველაზე ხშირად, გზისთვის, ალკოჰოლსა და სიგარეტს ყიდულობენ. ადამიანი ასეთ შენაძენებზე ბევრს არ ფიქრობს, ძნელია რაიმე ძვირადღირებულის გაყიდვა".

წყარო: sravni.ru
Регистрация