onlain sesxebi - ყველა

რა არის ამბიდექსტრია და როგორ ვითარდება იგი

რა არის ამბიდექსტრია და როგორ ვითარდება იგი

ამბიდექსტრია (ლათ. ambi - "ორივე" და dexter - "მარჯვენა") - ესაა დაბადებიდან გამოყოლილი ან გამომუშავებული ორივე ხელის გამოყენების თვისება, გამოყოფილი პრიორიტეტის გარეშე, ერთი და იგივე სისწრაფითა და ეფექტურობით. ასეთებს ჩვეულებრივ "ორხელებს" უწოდებენ.

საინტერესო ფაქტები
ამბიდექსტრი შეიძლება იყოს არამარტო ადამიანი, არამედ ცხოველიც.

თუ ორივე ხელით ერთნაირად კარგად წერთ, ესე იგი თქვენც "ორხელიანი" ხართ და დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 1%-ს მიეკუთვნებით.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მარჯვენა-მარცხენა და "შერეულხელიანობა" აუცილებლად საბოლოო დასკვნების გამოტანის საფუძველს არ გვაძლევს. ადამიანთა უმრავლესობა, ერთი ხელის დომინირების მიუხედავად მეორე ხელს სხვა საქმეში უფრო კარგად იყენებს, ვიდრე პირველს. მათ შორის, კი ვინც ორივე ხელს ერთნაირად ხმარობს, არსებობს უფრო ზუსტი განსხვავებები. ამბიდექსტრებს უწოდებენ მათ, ვინც ორივე ხელს ისე იყენებს, როგორც მემარჯვენე თავის მარჯვენას, ხოლო ამბისინისტერები პირიქით - ორივე ხელს ისე იყენებენ, როგორც მემარჯვენე იყენებს თავის მარცხენას (მრუდედ და მოუხერხებლად).

განსხვავებით მემარჯვენეებისგან, რომელთაც ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ძლიერი დომინირება აღენიშნებათ, ამბიდექსტრებს მთელი ტვინი თითქმის სიმეტრიულად აქვთ განვითარებული. ისინი დიდი ალბათობით ფლობენ LRRTM1 გენს, რომელსაც შიზოფრენიასთან აკავშირებენ. კვლევები აჩვენებს, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა უმრავლესობა ამბიდექსტრი ან მემარცხენეა.

ამბიდექსტრი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებზე უარესად უმკლავდებიან სხვადასხვა ამოცანას, განსაკუთრებით არითმეტიკას, ლოგიკურსა და მეხსიერების სავარჯიშოებს. ასევე ამბიდექსტრებს აღენიშნებათ პრობლემები ენასთან და ყურადღების დეფიციტის სინდრომი.

ამბიდექსტრიას ასევე უკავშირებენ დაბერების დროს ტვინის მოცულობის გაზრდილი სისწრაფით შემცირებას.

"ორხელა" მებრძოლები ძველი დროიდან ფასობდნენ. ასე რომ თანამედროვე კონტაქტური სპორტიც არაა გამონაკლისი. ასეთ სპორტსმენს ძნელად თუ შეეწინააღმდეგები, რადგან ის ორივე ხელს კარგად ფლობს და შეუძლია მარტივად შეცვალოს დგომი ან ტაკტიკა.

ეგრეთწოდებული მაკედონიური სროლა - წყვილი პისტოლეტიდან ორივე ხელით სროლის მეთოდი უკვე დიდი ხანია მუშავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ.

სპორტის გარდა ამ თვისები გამოყენება კარგად შეიძლება მეცნიერებაში, ხელოვნებასა და მუსიკაში. ასეთი იყო ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლა ტესლა, პოლ მაკკარტნი, ბენჟამინ ფრანკლინი.

როგორ განვავითაროთ ამბიდექსტრია?

დიდი ხანია ცნობილია, რომ რომელიმე ხელის დომინირება დამოკიდებულია ტვინის ნახევარსფეროს დომინირებაზე. მარჯვენა პასუხს აგებს მარცხენაზე, მარცხენა კი - მარჯვენაზე. ერთი ავითარებს ლოგიკას, მეორე კი - შემოქმედებას. ამიტომაც უნდა შეცვალოთ აზროვნების მეთოდი და შესაძლოა სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

არსებობს სხვა მეთოდიც - "სარკული ხატვა". დადეთ მაგიდაზე ჩვეულებრივი ქაღალდი და აიღეთ ფანქარი. დახატეთ ორივე ხელით ერთდროულად სიმეტრიულად ზუსტი ნახატები. მთავარია მოთმინება. იმუშავეთ ასე ყოველდღე 20-40 წუთის განმავლობაში და სულ მალე პროგრესი თვალსაჩინო იქნება.

წყარო: i-fakt.ru